div#header

Wednesday, December 2, 2009

Regional Newspaper „Batumelebi“ Appeals to International Community for Help

Special Forces of Georgia still intimidate personnel of the newspaper “Batumelebi” for what we have to appeal to the international community for help because we do not have guarantee on safety.

On November 25, 2009 law enforcement officers tried to blackmail the head of investigative group of the newspaper Tedo Jorbenadze. They aimed to win the journalist over in order to interfere in editorial activities of the newspaper.

Georgian Special Forces used the same methods former soviet KGB used in order to blackmail people – that is sexual orientation because of stigma in Georgia; they showed photos of naked men to Jorbenadze and told he was one of them. They also had video-materials and unless he cooperated with them, they would send the photos to his parents, colleagues and upload them on internet.

Tedo Jorbenadze was told that Special Forces of foreign countries – Russia and Turkey – were interested in the editorial activities of the “Batumelebi” and since he is one of the decision-makers at the editorial office, he had to cooperate with Georgian Special Forces.

After Jorbenadze turned down their offer, policemen started to insult him and warned against telling others about the incident.

We have informed Georgian society about the incident. Editorial board of the “Batumelebi” acts in accordance to the Georgian law and appeals to the prosecutor’s office to start investigation. However, we do not believe they will investigation the incident impartially.

It was not first fact of intimidating journalists for the newspaper “Batumelebi”. Law enforcement officers even threatened them with physical liquidation. Nevertheless, the prosecutor’s office has not investigated any of these incidents. Despite that, we have never been under psychological oppression so far which we have been experiencing since the night of November 25. When you see Georgian Special Forces breach the law openly, disregard dignity of a person and journalists cynically, we have feeling our country has returned back to the epoch of soviet KGB.

We are afraid that intimidation of Tedo Jorbenadze and editorial board of the newspaper “Batumelebi” in general will be continued. We do not exclude the possibility that in near future officers of the Special Forces will use other methods to oppress Tedo Jorbenadze or other journalists of the newspaper.

Newspaper “Batumelebi” and independent media of Georgia always felt support from international media and human rights organizations. We hope, your support will be timely in this particular case too and will assist us to protect our personal and professional rights and freedoms.

Newspaper “Batumelebi” has been publishing since 2001. The newspaper has been awarded by international organizations for high professionalism and compliance with the standards of journalistic ethic. Among them are “Prize for Press in Russia and Eastern Europe” by Norwegian “Institusjonen Fritt Ord” and German ZEIT Foundation in 2009; “Prize for the Freedom of Press – Signal to Europe” by the Reporters without Borders.

Mzia Amaghlobeli, Publisher of the Newspaper „Batumelebi“

Batumi, Georgia. Tel: 877 45 63 36

Sunday, November 29, 2009

Georgian newspaper resists "blackmail" threat

News - Europe
SATURDAY, 28 NOVEMBER 2009
http://www.mediahelpingmedia.org/content/view/537/1/

BatumelebiAn independent newspaper in Georgia claims government officials are attempting to "blackmail and intimidate" the head of its investigative journalism unit in order to get his "assistance and cooperation."


The Batumi-based weekly, Batumelebi, has vowed to resist the threats and has gone public with information which Georgia’s Special Operations Department (SOD) threatened to release.


Batumelebi says that on 25 November, Tedo Jorbenadze, the head of the newspaper’s investigative journalism unit, was summoned to the Interior Ministry to discuss some "personal matters."


According to the newspaper, Jorbenadze informed the director and editor-in-chief before going along for the meeting, but they were not allowed to accompany him.


Jorbenadze says officials from SOD showed him what appeared to be cropped black and white photographs of the journalist with some semi naked men.


The newspaper claims Jorbenadze was told that the images would be released and circulated on the internet if he didn’t offer the authorities "assistance and cooperation."


"ბათუმელები" აპროტესტებს დაშინების და შანტაჟის მცდელობას სპეცსამსახურების მხრიდან


პრესრელიზი/26 ნოემბერი. 2009/ბათუმი, მემედ აბაშიძის ქ.#48
ტელ.: 7 03 59, მობ.: 877 45 63 36.
ელ-ფოსტა: batumelebi2@yahoo.com
გაზეთ „ბათუმელები“ აპროტესტებს საქართველოს შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდი) აჭარის არ სამმართველოს მხრიდან გაზეთის თანამშრომელთა დაშინების, შანტაჟის მცდელობას და ამით სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის სურვილს; ასევე გაზეთის იმიჯის შელახვის მცდელობას სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული სტიგმის გამოყენებით.

ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს, 18 საათზე, გაზეთ „ბათუმელების“ ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია.

ამასთან, გაზეთი „ბათუმელები“ დღესვე მიმართავს პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

გუშინ, 25 ნოემბერს, დაახლოებით 20.00 საათზე გაზეთ „ბათუმელების“ დირექტორი მზია ამაღლობელი, მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე და ჟურნალისტური გამოძიების ჯგუფის კოორდინატორი თედო ჯორბენაძე იმყოფებოდნენ ყოფილი უშიშროების შენობაში.

შენობაში მისვლამდე ნახევარი საათით ადრე ბათუმში, „ბათმელების“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე თედო ჯორბენაძეს, რომელიც არის „ბათუმელების“ ჟურნალისტური გამოძიების ჯგუფის კოორდინატორი, დახვდნენ სპეცსამსახურის თანამშრომლები და განყოფილებაში წაყოლა თხოვეს. განუმარტეს, რომ მასთან კითხვები ჰქონდათ პირად საკითხებზე, რომელზეც დეტალურად განყოფილებაში დაელაპარაკებოდნენ.

თედო ჯორბენაძემ შესთავაზა, რომ რამდენიმე წუთში თავად მივიდოდა განყოფილებაში, რადგან სამუშაო შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი.

მან აღნიშნულის შესახებ აცნობა გაზეთის ხელმძღვანელობას. ამ დროს მას მობილურ ტელეფონზე დაურეკეს (მობილურის ნომერი ცნობილია) და უთხრეს, რომ ელოდებოდნენ განყოფილებაში. სატელეფონო საუბარში ჯორბენაძეს ასევე განუმარტეს, რომ საქმე ეხებოდა მის სექსუალურ პარტნიორს.

განყოფილებაში წავიდნენ გაზეთის ხელმძღვანელები მზია ამაღლობელი და ეთერ თურაძე თედო ჯორბენაძესთან ერთად.

თედო ჯორბენაძე სოდის (ყოფილი უშიშროების სამინისტროს შენობა, ბათუმი, გრობოედოვის ქ.4) შენობაში მისვლის შემდეგ შესთავაზეს, რომ მარტო ასულიყო შენობის მეოთხე სართულზე, რაზედაც მან უარი განაცხადა. ამის შემდეგ 2 ადამიანი (ერთ ერთი მათგანი იყო ის პიროვნება, ვინც ქუჩაში დახვდა) გამოვიდა და შეიყვანეს თედო ჯორბენაძე შენობის პირველ სართულზე. რედაქციის ხელმძღვანელებს შენობის ჰოლში შესვლაზე უარი უთხრეს.

თედო ჯორბენაძეს აჩვენეს ამობეჭდილი, შავ-თეთრი ფოტოები, რომელზეც გამოსახული იყო მამაკაცები საცვლების ამარა. ამის შემდეგ ჯორბენაძეს უთხრეს, რომ ამ კადრებზე თვითონ არის გამოსახული.

სპეცსამსახურის თანამშრომელმა აუხსნა თედო ჯორბენაძეს, რომ ის არის გაზეთ „ბათუმელების“ რედაქტორის მოადგილე და რადგან ამ რედაქციით დაინტერესებული არიან უცხო ქვეყნების, კონკრეტულად კი რუსეთის და თურქეთის სპეცსამსახურები, მისი დახმარება, თანამშრომლობა სჭირდებათ.

უარის მიღების შემდეგ თედო ჯორბენაძე გააფრთხილეს, რომ ამ კადრებს გაუგზავნიან მის ავადმყოფ მამას, თანამშრომლებს, ატვირთავენ ინტერნეტში. გააფრთხილეს, რომ ამ კადრების გავრცელების შემდეგ ის დაკარგავს სამსახურს, ან ინტერვიუს აღარავინ მისცემს.

ჯორბენაძემ განუცხადა, რომ მას ვერ შეაშინებდნენ დამონტაჟებული კადრების გავრცელებით, რის შემდეგაც დატოვა აღნიშნული შენობა.

რამდენიმე წუთში თედო ჯორბენაძეს დაუკავშირდნენ იგივე ტელეფონის ნომრიდან და თხოვეს დაბრუნებულიყო უკან გაზეთის ხელმძღვანელობასთან ერთად. რედაქციის სამივე ხელმძღვანელი პირი აიყვანეს იგივე შენობის მეოთხე სართულზე.

ეთერ თურაძემ იკითხა იყო თუ არა საქმე აღძრული თედო ჯორბენაძეზე, რაზედაც მიიღო პასუხი, რომ არა!

ამ საუბარში უწყების თანამშრომელმა ეთერ თურაძეს განუცხადა, რომ ჯორბენაძე არ იყო „ბათუმელებში“ მუშაობის ღირსი და რომ იყო „უნამუსო“, რაზეც გაზეთის რედაქტორმა კატეგორულად განუმარტა, რომ არავის მისცემდა მისი თანამშრომლების შეურაცყოფის უფლებას, მათ შორის არც სპეცსამსახურის თანამშრომლებს.

ამასთან, სოდის თანამშრომლებმა საუბარში ვითომდა გაზეთის მიმართ კეთილგანწყობის ნიშნად უთხრეს, რომ „ბათუმელებს“ პატივისცემის ნიშნად ელაპარაკებოდნენ ასე დელიკატურად, თორემ „თედოს სხვანაირადაც მიიყვანდნენ განყოფილებაში“.

“ბათუმელები” შანტაჟის ამ ფორმაზე, ადამიანების `დავერბოვკების~ საბჭოთა კგბ-სეულ მეთოდებზე დეტალურად პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.

`ბათუმელები~ ასევე აპირებს სამართლებრივი მსვლელობა მისცეს შანტაჟის ამ ფორმას.

Saturday, November 28, 2009

ვინც არც გატყდა და არც გაიყიდა

http://www.tavisupleba.org/content/blog/1890179.html

ავტორი ია ანთაძე

დღევანდელი წერილი ჩემს მეგობრებს ეძღვნება, მეგობრებს, რომლებსაც ახლა უჭირთ და გამხნევება სჭირდებათ. ისინი ბათუმში ცხოვრობენ, ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ და გზა-გზა ბევრ ჭირ-ვარამს უძლებენ.

ძველ ამბებს აღარ მოვყვები, შარშანდელს ვიტყვი: ზაფხულში ელექტრონული ფოსტით მუქარის წერილი მიიღეს – ამა და ამ ადამიანს სულ მალე ნახავთ მკვდარს, პირში გაზეთგაჩრილსო; ხოლო შემდეგ ამის და ამის ჯერი დადგებაო. წერილის მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩემს ერთ-ერთ მეგობარს ღამით უცნობი პირები აედევნენ მანქანით და ცდილობდნენ, დევნა რაც შეიძლება შესამჩნევი ყოფილიყო. მის თანამშრომელ გოგონას კი – ქვეითად მოსიარულეს – აედევნა მანქანა, რომელიც მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილდებოდა.

მოკლედ, ჩემს მეგობრებს აშინებდნენ. და ამ ქვეყანაში, სადაც კარგა ხანია თითქმის ყველა შეშინებულია, ჩემი მეგობრები არ შეშინდნენ.

ჰოდა, თუ არ გეშინია, სხვა ხერხებიც არსებობს: ახლა აღმოჩნდა, რომ ჩემს მეგობრებს შორის ერთ-ერთს მთლად სოდი გამოეცხადა და უთხრა – შენს ავადმყოფ მამას თავისი შვილის ისეთ ფოტოებს ვაჩვენებთ, არ გაუხარდებაო, მერე ამ ფოტოებს გამოვაქვეყნებთ და ინტერვიუსაც აღარავინ მოგცემსო. მძიმე მუქარაა. ეჭვი არ მეპარება, იციან, რასაც ამბობენ. და, რაც მთავარია, იციან, რასაც აკეთებენ.

გუშინ ერთმა ადამიანმა საჯაროდ იკითხა: კი მაგრამ, რას ბეჭდავს ასეთს „გაზეთი ბათუმელები“, ყველამ რომ მაგათთვის მოიცალაო.

ინფორმაციას რომ სანდო წყაროებთან ამოწმებს, ღირებულებებს რომ არ ღალატობს და ადამიანების გაჭირვება რომ მართლა ენაღვლება, – ამის მოყოლით თავს არ შეგაწყენთ.

http://www.tavisupleba.org/content/blog/1890179.html

Friday, November 27, 2009

გაზეთი ”ბათუმელები” ჟურნალისტის დაშანტაჟების შესახებ იტყობინება

სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა მიმართა ბათუმის პროკურატურას გამოიძიოს ადგილობრივი ყოველკვირეული გაზეთის ”ბათუმელების” ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული დევნის საქმე.

გაზეთის ჟურნალისტების განცხადებით, გასულ კვირას მათ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღეს მუქარის წერილი. კერძოდ, უცნობი პირი წერდა: ,,დაზაკაზებულია“ ემზარ დიასამიძის [გაზეთის ჟურნალისტის] მოკვლა და მალე ვნახავთ მას პირში გაზეთგაჩრილს, მკვდარს.“

ამ წერილის მიღებამდე გაზეთის მთავარ რედაქტორს ეთერ თურაძეს და ჟურნალისტ ნათია როყვას უცნობი პირები აედევნენ მანქანით ქუჩაში. გაზეთის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ორივე შემთხვევაში ავტომანქანაში მყოფი პირები იქცეოდნენ ისე, რომ შესამჩნევი ყოფილიყო დევნის ფაქტი.

სახალხო დამცველის აპარატმა 31 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ საქმე პროკურატურამ უნდა შეისწავლოს, რადგანაც საქმეში მუქარის ნიშნები შეინიშნება.

საია ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტს აპროტესტებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გმობს 2009 წლის 25 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარატამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს წარმომადგენლების მიერ გაზეთ “ბათუმელების” ჟურნალისტის – თედო ჯორბენაძის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებას.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ ხელყოფად აფასებს ჟურნალისტის მიმართ განხორციელებულ მუქარას მისი სექსუალური ორიენტაციის ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალის გავრცელების შესახებ.

საქართველოს კონტიტუციის მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად ხელშეუხებელია “ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა ტექნიკური საშუალებებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი”.

კონსტიტუციით დაცული პირადი ცხოვრების და პირადი საიდუმლოების დამატებითი დაცვის გარანტიებს ქმნის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 43-ე მუხლის “ბ” პუნქტი, რომლის თანახმად:

“საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ დაუშვას საჯარო დაწესებულების მიერ ისეთი სახის პერსონალური მონაცემების შეგროვება, შენახვა ან გაცემა, რომელიც დაკავშირებულია პირის რელიგიურ, სექსუალურ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ ან მსოფლმხედველობრივ შეხედულებებთან”.

ამასთან, საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის თანახმად `პოლიციელს უფლება აქვს დაარღვიოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არსებობს აბსოლუტური აუცილებლობა, ხორციელდება კანონის შესაბამისად და მიმართულია კანონიერი მიზნის მისაღწევად~.

საიას შეფასებით, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონის უხეშ უგულებელყოფას, კერძოდ კი – იძულებას, ასევე, სახეზეა სამოხელეო დანაშაული - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ჟურნალისტ თედო ჯორბენაძის პირადი ღირსების შეურაცხყოფის გზით.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით საია მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურასა და შსს გენერალურ ინსპექციას და მოითხოვს დაუყოვნებლივ იქნეს დაწყებული გამოძიებიება 25 ნოემბერს მომხდარი ფაქტზე და დაეკისროთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ყველა შესაბამის პირს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჟურნალისტის დაცვას ახორციელებს მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის მეშვეობით.

Thursday, April 9, 2009

9 აპრილის პროტესტი ბათუმში - ზურაბ, ზურაბ


video

ბათუმი. 9 აპრილი

„ბათუმელები“

9 აპრილს ბათუმში  გამართული საპროტესტო აქცია მალევე დასრულდა.


 საპროტესტო აქციაში ოპოზიციური პარტიებიდან მხოლოდ ზურაბ ნოღაიდელის "სამართლიანი საქარველო" და ლეიბორისტური პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სხვა ოპოზიციურ პარტიების ადგილობრივი ლიდერები და მათი მომხრეები თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაში იღებენ მონაწილეობას.

 

აქციის მონაწილეების უმრავლესობა ბათუმში გურიიდან და ქობულეთიდან ჩამოვიდა.  ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, აქციაზე რვა ათასამდე ადამიანს უნდა მიეღო მონაწილეობა. `მაგრამ უამინდობის გამო მხოლოდ ხუთი ათასის ორგანიზება შევძელით~, _ განაცხადა `ბათუმელებთან~ ზურაბ ნოღაიდელმა. აქციაში მონაწილეობის მისაღებად გურიიდან აჭარაში 500-მდე ადამიანი ჩამოვიდა.

გაზეთ "ბათუმელების" გამოთვლით  აქციაში ორი ათასამდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას.


ბობოყვათში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან, 9 აპრილს აქცია არ გამართულა. ქობულეთიდან ბათუმისკენ მომიტინგეების ავტოკოლონა რეზიდენციასთან არ გაჩერებულა. რეზიდენციის დაცვა 9 აპრილს გაძლიერებული არ იყო.


ბათუმში, თეატრთან გამათულ აქციაზე ხალხი მიხეილ სააკაშვილის გადადგომას, საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკად ქცევას და პატიმრობაში მყოფი ნოღაიდელის ნათესავის პაატა კაიკაციშვილის გათავისუფლებას ითხოვდა.


„ძირს სააკაშვილთან“ ერთად აქციის მონაწილეები ბათუმში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის გადადგომის მოთხოვნითაც გამოვიდნენ. ზოგიერთი მონაწილე კი სკანდირებდა „ზურაბ, ზურაბ“. 


ბათუმის თეტრთან საპროტესტო აქცია 16 საათსა და 35 წუთზე დასრულდა. აქციის ბოლოს ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ იქამდე  შეიკრიბებიან, სანამ „ხელისუფლებას არ გამოაგდებენ და გააპანღურებენ“, და მოქალაქეებს 6 მაისს შეკრებისგან მოუწოდა. შეგახსენებთ, 6 მაისს  ე.წ. აჭარის რევოლუციის ხუთი  წლისთავია.


ბათუმში 9 აპრილს არ შეინიშნებოდა ძალოვანთა გასაკუთრებული მობილიზება. ქუჩაში მოძრაობა აქციის მიმდინარეობის გამო არ შეფერხებულა.

 

 

Wednesday, March 18, 2009

ვიცოდეთ, რათა გადავრჩეთ


მარგარიტა ახვლედიანი, სპეციალურად ბათუმელებისთვის

სტატია გამოქვეყნდა 2009 წლის 18 თებერვლის ნომერში

 

როდესაც მოვლენებს ქვეყნის შიგნიდან, საქართველოდან აკვირდები, არ ჩანს, რომ აგვისტოს ომის შემდგომ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყანა, არამედ მთელი კავკასია გადავიდა ახალ რეალობაში. მანამდე მხოლოდ ახალი გამწვავების ტენდენციები და ახალი პოლიტიკური კავშირების ალბათობა არსებობდა. ომმა ეს ყველაფერი შეცვალა და შექმნა ახალი პროდუქტი. ახლა უკვე კავკასიაში, ყველამ ახალი ცხოვრება უნდა დავიწყოთ ახალი პირობებიდან გამომდინარე.

როგორია ეს ახალი პირობები? ჩვენთვის, ყველასთვის არც ისე სასიკეთო პირობებში, ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ ცოტათი მაინც წინ წავიწიოთ, ცხოვრების გაუმჯობესების გზაზე და არ გავნადგურდეთ საბოლოოდ და უიმედოდ? ახლა სწორედ ის დროა, როდესაც ეს ორი საკითხი არა მხოლოდ პრეზიდენტებისა და მთავრობების წინაშე დგასრეგიონის ყველა მცხოვრებზე დღეს არსებობს მოთხოვნილება არა, როგორც ექიმზე, პედაგოგზე, მძღოლზე, გლეხზე, არამედ როგორც საზოგადოებაზე, რომელსაც მოუწევს ახალი რეალობის სხვადასხვა ასპექტის გააზრება. გააზრება არა პოლიტიკური განათლებისთვის, არამედ _ გადარჩენისთვის. იმისთვის, რომ გაიგო _ უნდა იცოდე. ყოველი დაპირისპირებული საზოგადოება კავკასიის სხვადასხვა რეგიონში, ფიქრობს, რომ მას სრული ინფორმაცია გააჩნია, მაშინ როცა, სინამდვილეში მხოლოდ პატარა ნაწილ ფლობს. რამდენი რამ შეიძლება გაკეთდეს, თუ ეს ნაწილები გაერთიანდება და მთლიანი სურათის დანახვას შევძლებთ. იქნებ ბოლოს და ბოლოს მოვახერხოთ განხეთქილების გადალახვა და დავინახოთ, რომ მარტო ვერც ერთი ქვეყანა და ტერიტორია ვერაფერს გადაწყვეტს; შემდეგ კი, თავი დავაღწიოთ შიდა და გარე კონფლიქტებს _ და, უბრალოდ, დავიწყოთ ცხოვრება. ვინმემ პირველმა უნდა დაიწყოს იმის გაგება, რომ დახურულ საზღვრებს მიღმა ისევე ფიქრობენ, როგორც ჩვენ. ამ თვალსაზრისით, როგორც წესი, პირველები, ძირითადად, ისინი არიან, ვინც მიეკუთვნებიან სამოქალაქო საზოგადოებას“– უფლებათადამცველები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ჟურნალისტები. იანვრის ბოლოს, ბრიუსელში ბრიტანული საერთაშორისო ორგანიზაციის International Alert-ის დახმარებით, ერთმანეთს შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დიდი ჯგუფი _ ქართველები, აფხაზები, ოსები, აზეირბაიჯანელები, სომხები. ომის შემდგომ ეს იყო ერთ-ერთი პირველი შეხვედრა; ურთიერთობა იყო რთული, ამიტომაც ის მიმდინარეობდა დახურულ ფორმატში. შესაბამისად, ამ სტატიაში არც ერთი მონაწილის სახელი არაა მოხსენებული. ერთმანეთის მოსმენამ და საერთო სურათის გააზრებამ, ხელი შეუწყო საერთო შეთანხმებას ორ მთავარ საკითხზე: 1. ომმა ვერ გადაწყვიტა ყველაზე მნიშვნელოვანი _ მშვიდობა ვერ დამყარდა; 2. თუ თავად საზოგადოებები არ დაიწყებენ ერთმანეთის შეცნობას, მოსმენას და ერთმანეთის გრძნობებისა თუ აზრების გათვალისწინებას, კატასტროფა გარდაუვალია.


და აი, პირველი მცდელობა _ რას ფიქრობს კავკასიის სხვადასხვა კუთხეში საზოგადოება?:  ამ ომით სინამდვილეში ყველამ მოიგო. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი _ მათ უკვე აღარ ეშინიათ, აქვთ დამოუკიდებლობა და არიან დაცულები. საქართველო _ მრავალი წლის შემდეგ ჭრილობები გაეხსნა; ტერიტორიული პრობლემის მოგვარება დიდი ხნით გადაიდო, მას ქვეყნის სხვა რეგიონების განვითარებაზე შეუ- ძლია კონცენტრირება. რუსეთი _ დაამტკიცა თავისი ძლიერება და მიიღო ახალი საშუალება ჩრდილოეთ კავკასიაში გაბატონებისთვის. სომხეთი _ ომის გვერდითი მოვლენების შედეგად, აქტიურად დაიწყო სომხეთ-თურქული ურთიერთობის განვითარება, და გარკვეული დროით გაიყინა ყარაბაღის პრობლემები. აზეირბაჯანი _ შემცირდა მზარდი მუქარა ყარაბაღში ახალი ომის თაობაზე, რადგან `ცხელი თავები~ შეგრილდა; დაინახეს არაღიარებული ტერიტორიების საკითხი როგორ წყდება და ასევე დაინახეს, ყოველივე ამით რა საფრთხე შეიძლება შეექმნას ნავთობსადენებს. აშშ _ დაინახა, როგორი ფეთქებადი მდგომარეობაა სამხრეთ კავკასიაში და თავს შეიკავებს ირანში სიტუაციის ესკალაციისაგან.


ამ ომით ყველამ წააგო _ გარდა რუსეთისა. საქართველომ დაკარგა ტერიტორიები და დამცირებულია. აფხაზეთმა და ოსეთმა დაკარგეს ძალიან მნიშვნელოვანი _ ხელისუფლებისა და საზოგადოების დამოუკიდებლობა, რაც მათ გააჩნდათ, სანამ არ აღმოჩნდნენ რუსეთის ძალაუფლების ქვეშ, მათი დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ. მთელ რეგიონში, რომელმაც გააცნობიერა საკუთარი დაუცველობა და უსუსურობა, შიშისა და იმედგაცრუების ფონზე, რამაც მოიცვა სამოქალაქო საზოგადოება და მთლიანად საზოგადოება, სწრაფად ყვავის დიქტატურა. მხოლოდ რუსეთმა გააძლიერა თავისი დიქტატორული და იმპერიალისტური შესაძლებლობები.


აფხაზეთში ესმით, რომ არ არის მიღწეული სტაბილური მშვიდობა და მომავალიც გაურკვეველია. ოღონდაც, ილუზიაა, როცა ამბობენ _ აი, აფხაზეთი დაინახავს რუსეთის რეალურ თამაშს და უკან, საქართველოსთან მოუნდება. ეს რეალური სიტუაციისა და აფხაზეთის განწყობის უცოდინრობაა. გარდა ამისა, თბილისში უნდა ესმოდეთ, რომ ნებისმიერი აგრესიული ქმედება საქართველოდან, აფხაზეთში რუსეთის პოზიციას აძლიერებს, და არა პირიქით.

 თბილისშიცა და ცხინვალშიც არასამთავრობო ორგანიზაციები აღმოჩნდნენ დამოკიდებულნი. ომის დროს, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რეალურად _ Human Rights Watch-მა და რუსეთის უფლებადამცველებმა იმუშავეს. ისინი ყოველთვის ეპიცენტრში იმყოფებოდნენ და სახელისუფლებო თუ პატრიოტული პოზიციებისგან დამოუკიდებელ შეფასებებს აკეთებდნენ. ბევრი ქართველის სიცოცხლე გორისა და ახალგორის რაიონში სწორედ მათ გადაარჩინეს, რამდენადაც პირადად აჩერებდნენ ოს ბოევიკებს.

 ომმა იმის დემონსტრირება მოახდინა, სად უფრო მწიფეა სამოქალაქო საზოგადოება და მთავრობა. აფხაზეთის მთავრობა არ წამოეგო პროვოკაციას, მოწოდებას არც მაშინ, როცა იყო კოდორის მოვლენები და იქ ქართული ძალები შევიდნენ და არც აგვისტოს მოვლენების დროს. აფხაზეთი, არც ისეთი მარიონეტია რუსეთის, როგორც ამბობენ. ომის დაწყებისთანავე რამდენიმე აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაცია ყველაფერს აკონტროლებდა გალის რაიონში, რათა მოვლენების საშიში განვითარების შემთხვევაში ჩარეულიყვნენ და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი აერიდებინათ.

 ჩვენ, კავკასიის მცხოვრებლებს, ძალიან ცოტა ინფორმაცია გვაქვს ერთმანეთის შესახებ. ჯერჯერობით, არარეალურია Euronews-ის მსგავსი დამოუკიდებელი კავკასიური არხის შექმნა. მაგრამ შეიძლება, მაგალითად, მოველაპარაკოთ RTVI-, რომელიც ყველა ხელისუფლებისგან დამოუკიდებელია და რომელსაც უყურებს მთელი კავკასია, და ყოველდღიურად კავკასიის ახალი ამბების ერთსაათიანი საინფორმაციო გამოშვება მოვამზადოთ.

რუსეთი დღეს კავკასიაში არსებულ ყველა ქვეყნისა და ტერიტორიისთვის მთავარი ფაქტორია. კავკასიას შეუძლია გამარჯვება თუ გაერთიანდება _ არა რუსეთის წინააღმდეგ, არამედ რუსეთის საკითხის გარშემო. საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ ყველაზე ხშირად კონფლიქტები გვარდება მშვიდობიანი გზით და არა ომით. ჩვენ კი, ვინც მტრობაში ვართ ჩაფლული, გვეჩვენება, რომ კონფლიქტებს მხოლოდ ომით აგვარებენ.

უნდა ავაღორძინოთ რეალური თანამშრომლობა ადამიანებისა, კავკასიის რესურსის მეშვეობით. ამ ტიპის კავშირებში რაც შეიძლება ბევრი ადამიანი უნდა ჩაერთოს. მხოლოდ ასე მოვახერხებთ რაღაცის გაგებას, სწავლას. როგორც შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ თქვა, არსებობს ასეთი პრინციპი: იტყვი და მე ვერ დავიმახსოვრებ, მაჩვენებ და მე რაღაცას დავიმახსოვრებ, ჩამრთავ და მე ყველაფერს დავიმახსოვრებ.