div#header

Saturday, September 6, 2008

”რუსთავი 2”-ის ოპერატორი შავნაბადაზე თავში მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა

/ბათუმელები/
”გოჩა რამიშვილი, ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ოპერატორი, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა”, - ასე დაიწყო დღეს 9-საათიანი ”კურიერის” პირველი სიუჟეტი.
ტელეკომპანიას არ გაუკეთებია განცხადება, სახელდობრ სად და რა ვითარებაში დაიღუპა ოპერატორი.

კურიერის პროდიუსერმა, თეო გილიგაშვილმა, ჩვენს კორესპონდენტს განუცხადა, რომ ”რამიშვილი დღეს შავნაბადაზე წვრთნებს იღებდა. სამს აკლდა წუთები, როდესაც დაიღუპა”.

”რუსთავი 2-”ის ჟურნალისტ სანდრო კაკაბაძის თქმით, ”ოპერატორი სპეცრაზმზე ამზადებდა სიუჟეტს და თავში ტყვიით მიყენებული ჭრილობისგან დაიღუპა”.

რამიშვილთან ერთად იმყოფებოდა ”რუსთავი 2-ის” კიდევ ერთი ოპერატორი, ლექსო თვარაძე. ”მირჩევნია შევუთანხმდე ჩემს პროდიუსერებს და მერე დაგელაპარაკოთ”, – განუცხადა თვარაძემ ”ბათუმელების” კორესპონდენტს.

გარდაცვლილი ოპერატორის ცხედარი თბილისში ჯერ არ გადმოუსვენებიათ. თეა გილიგაშვილის თქმით, მის ცხედარს რამდენიმე წუთში გადმოასვენებენ.

ამ დროისთვის ”ბათუმელებისთვის” სხვა დეტალები უცნობია.

რამიშვილი ტელეკომპანი ”რუსთავი 2-”ში დაარსების დღიდან მუშაობდა და კოლეგების თქმით, ერთ-ერთი ყველაზე პროფესიონალი ოპერატორი იყო.

აჭარის და შუალედური არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდება

”სივილ ჯორჯია”
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) გადაწყვეტილებით აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები და შუალედური არჩევნები თბილისის ორ საარჩევნო ოლქში დიდუბესა და ვაკეში 3 ნოემბერს ჩატარდება.
არჩევნები თავდაპირველად 4 ოქტომბერს იყო დანიშნული, თუმცა საომარი მოქმედებების გამო გადადო.
შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ვაკისა და დიდუბის მაჟორიტარებმა ახალი მემარჯვენეებიდან დავით გამყრელიძემ და დავით საგანელიძემ უარი განაცხადეს სადეპუტატო მანდატებზე.

Wednesday, September 3, 2008

ევროსამიტის შედეგები საქართველოსათვის


”ამ შეთანხმებაში არის რუსეთის საწინააღმდეგო ბერკეტი, რომელიც რუსეთის ხელითვე ამოქმედდება”
იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსათვის ევროკავშირის მიერ მიღებულ დოკუმენტს, `ბათუმელები~ ევროპასთან ინტეგრაციის შემსწავლელი ცენტრის პრეზიდენტს, ვასილ ჭყოიძეს ესაუბრა.

ნანა კვაჭაძე/ ბათუმელები
ფოტო: ”გაზეთი ბათუმელები”

_ ბატონო ვასილ, თქვენი შეფასებით, როგორია ევროკავშირის სამიტის გადაწყვეტილება და ამან რა შედეგები შეიძლება მოუტანოს საქართველოს?
_ ეს საკმაოდ ქმედითი გადაწყვეტილებაა. იმედი მაქვს, შესაბამის შედეგებს მოიტანს. ევროკავშირმა მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია რუსეთის ქმედებების მიმართ.
ის, რომ დეკლარაციულ ნაწილში ევროპის მხრიდან სრული მხარდაჭერა გვაქვს, სამიტამდეც ცნობილი იყო. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა რუსეთთან მოლაპარაკებები ახალი თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ მანამ გადადო, სანამ რუსეთი არ გაიყვანს ჯარებს საქართველოს ტერიტორიიდან და არ შეასრულებს იმ ექვსპუნქტიან შეთანხმებას, რომელიც სარკოზიმ მხარეებს შესთავაზა. ანუ რუსეთის მიერ ჯარების საქართველოდან გაყვანა ავტომატურად მიება რუსეთ- ევროკავშირის ახალ შეთანხმებას.
ეს შეთანხმება კომპლექსურია, მოიცავს პარტნიორობას, დახმარებას და ეკონომიკურ ბერკეტებს, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთისთვის. დოკუმენტში, რომელიც სამიტზე მიიღეს, პირდაპირ წერია, რომ თუ რუსეთი ჯარებს არ გაიყვანს, მოლაპარაკება აღარ გაგრძელდება.
_ საზოგადოებაში იყო უფრო მკაცრი სანქციების მოლოდინი. თქვენი აზრით, რატომ არ მიიღეს ასეთი სანქციები რუსეთის მიმართ?
_ ამ შეთანხმების გადადება, თავისი მნიშვნელობით, სანქციებზე მეტია. ევროკავშირის რუსეთთან დადებულ შეთანხმებას ვადა გაუვიდა, შესაბამისად, საჭიროა ახალი შეთანხმების დადება. თუ ეს შეთანხმება არ გაფორმდა, ეს ურთიერთობების სერიოზულ დონეზე გაწყვეტაა რუსეთთან.
ეს არ ყოფილა კომპრომისული გადაწყვეტილება ევროპის მხრიდან. ჯარის გაყვანა ნიშნავს თანამშრომლობისა და პარტნიორული ურთიერთობების გაგრძელებას, არ გაყვანა _ ამ თანამშრომლობის დამთავრებას, დახმარებებისა და ეკონომიკური პროცესების შეწყვეტას.
ევროკავშირმა, უბრალოდ, ნელ ტემპში ჩართო ეს მექანიზმი. მან აჩვენა რუსეთს, რომ თავის ქმედებაზეა დამოკიდებული, აღმოჩნდება თუ არა ის იზოლაციაში.
არის მეორე მომენტიც, ევროკავშირი გამოთქვამს მზადყოფნას ახლავე განახორციელოს უსაფრთხოების ზომები, ჩაანაცვლოს რუსეთი კონფლიქტურ რეგიონებში დროებითი უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფისთვის.
_ რამდენად იქნება ეს შესაძლებელი, დათმობს რუსეთი მშვიდობისმყოფელის როლს?
_ ეს რეალურია. დღეს რუსეთიც აღარ ლაპარაკობს თავის სამშვიდობო მისიაზე. რუსეთის სამშვიდობო მისიას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა. ის შეეცდება, თავისი ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე იმით გაამართლოს, რომ აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა და ამის შემდეგ დადო იქ დარჩენის სამხედრო შეთანხმება. ამ ფორმით ისინი დროებით თუ დარჩებიან კონფლიქტურ ზონაში, რადგან ევროკავშირის მხრიდან დიდი ზეწოლაა.
სამშვიდობო ძალების ჩანაცვლება უნდა მოხდეს ეტაპობრივად. ჯერ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგალითად, კარალეთიდან ადმინისტრაციულ საზღვრამდე. შემდეგ, ეტაპობრივად, მთელი კონფლიქტის ზონაზე გავრცელდება. მთავარია, პრეცენდენტი შეიქმნას, რომ ევროკავშირი ახორციელებს საპოლიციო მისიას. რუსეთიც არ არის ამის წინააღმდეგი, რადგან გამოუვალ მდგომარეობაშია ჩავარდნილი. უბრალოდ, მიდის ვაჭრობა, რომ ტერიტორიის რაღაც ნაწილი რუსეთმა აკონტროლოს, დანარჩენი ევროკავშირმა, თანდათან, ალბათ, მათი შეიარაღებული ძალები მთლიანად გავლენ.
_ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები მკაცრი სანქციების მოთხოვნით გამოდიოდნენ, უფრო თავშეკავებული იყო დასავლეთ ევროპა. აზრთა სხვადასხვაობა რით იყო გამოწვეული?
_ ეს დოკუმენტი სწორედ აზრთა სხვადასხვაობის შეჯერების შედეგია. ეს არ არის არც რბილი და არც ისეთი რადიკალური დოკუმენტი, როგორსაც პოლონეთი და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები ითხოვდნენ. ეს საკმაოდ მკაცრი დოკუმენტია, უბრალოდ, დროში გაწერილი. ევროკავშირის მხრიდან ახლა არანაირი ქმედება საჭირო აღარ არის, ყველაფერი დამოკიდებული იქნება რუსეთზე, ანუ თუ რუსეთი ჯარებს არ გაიყვანს, ის ავტომატურად ვეღარ გააგრძელებს ევროკავშირთან ურთიერთობას ყველა შედეგით. ევროკავშირის სამიტზე მიღებულ შეთანხმებაში არის რუსეთის საწინააღმდეგო ბერკეტი, რომელიც რუსეთის ხელითვე ამოქმედდება.
_ თუ რუსეთი არ გაიყვანს ჯარებს, რა ბერკეტები შეიძლება გამოიყენოს ევროპამ რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად?
_ ევროკავშირის წევრ 27 სახელმწიფოსთან რუსეთი ვერ გააფორმებს ახალ ხელშეკრულებას, რომელსაც დიდწილად ეფუძნებოდა ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობა. თუ რუსეთმა შეთანხმება ვერ გააფორმა, ეს იქნება ეკონომიკური და პოლიტიკური იზოლაცია. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები მოითხოვდნენ, რუსეთის ოფიციალური პირებისთვის შენგენის ზონაში შესვლის აკრძალვას, ეს ჯერ კიდევ არსენალში დარჩა ევროპას. თუ რუსეთმა იგნორირება გაუკეთა ევროკავშირთან თანამშრომლობას, ამას უკვე სხვა ნაბიჯებიც მოჰყვება, იგივე სავიზო რეჟიმის გართულება, რუსი ოლიგარქებისთვის ბანკებში ანგარიშის გაყინვა და ა.შ.
_ სამიტის დაწყებამდე ითქვა, რომ განხორციელდებოდა მკაცრი სანქციები იმ ორგანიზაციებზეც, რომლებიც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში განახორციელებდნენ ინვესტიციებს. ეს ძალაში თუ რჩება?
_ რჩება და დოკუმენტშიც აისახა. ჩვენ ველოდით, რომ ევროკავშირი მხარს დაუჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ევროკავშირი უფრო შორს წავიდა, მან მოუწოდა მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებს, არ აღიარონ სეპარატისტული რეგიონები. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც აღიარებს დე ფაქტო რესპუბლიკებს და რაიმე ფორმით ურთიერთობებს დაამყარებს მათთან, მათ ევროკავშირთან პრობლემები შეექმნებათ.
_ მომავალში თუ არსებობს იმის საფრთხე, რომ შესაძლოა ევროკავშირმა გადახედოს თავის პოზიციას ამ რეგიონებთან დაკავშირებით?
_ მე ასეთ საფრთხეს ვერ ვხედავ. ევროკავშირი ამ საკითში ერთსულოვანია. კოსოვოს შედარება ამ სიტუაციასთან არასწორია. სანამ ევროპის სახელწიფოების ნაწილი კოსოვოს დამოუკიდებლობას აღიარებდა, ამას წინ ოთხწლიანი დებატები უძღოდა. კოსოვოს აღიარება (რომელსაც ევროპული ქვეყნების ერთი ნაწილი დღემდე არ უჭერს მხარს) რამდენიმეწლიანი დებატების შემდეგ მოხდა. რუსეთის მხრიდან დე ფაქტო რესპუბლიკების აღიარება იყო სპონტანური ნაბიჯი, რაც წარმოაჩენს, რომ ეს აგრესიის შედეგის დაკანონების მცდელობაა.
_ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების დიდ ნაწილს რუსული პასპორტები აქვს. რა იქნება მაშინ, თუ დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეები რუსეთის აღიარების შემდეგ რუსული პასპორტების მიღებას გააგრძელებენ?
_ ეს ჩრდილოეთ კვიპროსის მაგალითია _ ჩრდილოეთ კვიპროსის მოქალაქეები იღებენ თურქულ ან ბერძნული ნაწილის ოფიციალურ პასპორტებს ევროკავშირში გადასაადგილებლად. ანალოგიური სიტუაცია შეიქმნება აქაც. მხოლოდ რუსეთმა შეიძლება დართოს მათ რუსეთის ფედერაციაში გადაადგილების უფლება.
იმ შემთხვევაში, თუკი ეს ხალხი რუსული პასპორტებით იცხოვრებს, ვითომ დამოუკიდებლად აღიარებულ ტერიტორიაზე, ამას უკვე სხვა სამართლებრივი შეფასება მიეცემა. გამოვა, რომ არსებობს სახელმწიფო, რომლის ყველა მცხოვრები რუსეთის მოქალაქეა. ეს აბსურდია.
_ რამდენად დამაჯერებელია ევროპისთვის ქართველების სურვილი და მონდომება, ვიყოთ ევროპული სახელმწიფო?
_ საკმაოდ დამაჯერებელია. ჩვენ აგრესიას ვუპასუხეთ პოლიტიკური და სამართლებრივი ნაბიჯებით. საქართველომ ბოლომდე შეასრულა ის ვალდებულებები, რაც აიღო სარკოზის წინაშე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. როცა ქვეყანას აქვს ამის უნარი, ეს ნიშნავს, რომ მისი ნდობა შეიძლება. ამ ფაქტორებმა განაპირობა გადაწყვეტილება სავიზო რეჟიმის შემსუბუქებაზე. გარდა ამისა, ევროკავშირი მზადაა, დაიწყოს მოლაპარაკება საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის არეალის შექმნაზე. ეს, ფაქტობრივად, ნახევარი ნაბიჯია ევროკავშირის სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის.

12 დღე ცხინვალის იზოლატორში - ტყვეების ისტორია


დედა ოსი მყავს, მამაჩემი რუსია. ეს რუსის ბიჭი მეორე მსოფლიო ომის დროს უპატრონოდ დარჩა ერთი წლისა და ბებიაჩემმა, ოსის ქალმა, რომელიც კოჩიევა იყო და პაპამ იშვილეს. ჩვენ ახლა ჩემი პაპის გვარს ვატარებთ – გოგიძეები ვართ.

ნინო ძანძავა। თბილისი. სპეციალურად “ბათუმელებისთვის”
ფოტო: ვასილ გულეური। გორი დაბომბვის შემდეგ

მეუღლე ოსი მყავდა. როდესაც ჩემი ბიჭი წლინახევრისა იყო, მეუღლეს გავცილდი. ბიჭი ახლა თბილისშია. ტყვედ არ ჩავარდნილა. რვაში ძალით გამოვაგდე, არ მოდიოდა.
ქართულ-ოსურმა კონფლიქტმა ჩემი ორი ძმა შეიწირა. ერთი 23 წლის იყო, მეორე – 28-ის. ისინი 1993 წელს ცხინვალში დაიჭირეს, მას შემდეგ თვალით არავის გვინახავს.
ჩვენი ცხოვრება, ამ თვრამეტი წლის განმავლობაში, ძალიან ტრაგიკულია.
ორივე ჩვენი ბატონია, გინდ ამერიკა, გინდ _ რუსეთი. რომელიც მთლიანობას შეგვინარჩუნებდა, ისევ ის მერჩივნა, რუსეთი.
ძალიან აწამებენ ხალხს. მე მოვკვდები, ერთი პატარა რგოლი ვარ. დაე, ჩემი შვილიც მოკვდეს, ოღონდ ქვეყანას ეშველოს, მაგრამ აღარაფრის მჯერა.
ეგეთი მაგარი ხეობა ორ საათში დავკარგეთ, თან ოფიციალურად არც კი გამოგვიცხადეს, ვინც გაიგო ყურმოკვრით, წამოვიდა. ჩვენ გამგებელ დათაშვილს რუსების შემოსვლამდე თავისი ცოლი წამოუყვანია და წამოსულა. ხალხი რჩებოდა, იმათი დარდი არავის ჰქონდა. თუ ქალაქის მერმა ან სხვა მმართველმა არ შეგატყობინა, რომ უნდა დაცალოთ სამყოფელი, არ წამოხვალ. მეგონა ხალხი ჭორს იყო აყოლილი.

აყვანა

გამწვავება 2008 წლის 5 აგვისტოდან დაიწყო, ჩვენი სოფლის (თამარაშენი) ინტენსიურად დაბომბვა კი _ 7 აგვისტოდან. 10 აგვისტოს რუსის ჯარი შემოვიდა. ჯავის გზიდან შემოვიდნენ ხეობაში, ქართული სოფლების გამოვლით. რუსის ჯარს წინ მოსდევდნენ შეიარაღებული ჯარისკაცები, რომლებიც გზის გასწვრივ სახლებში შერბოდნენ, როგორც აგვიხსნეს იმ მიზნით, რომ შეიარაღებულ ქართველ ჯარისკაცებს ეძებდნენ.
ჩვენ ვიმალებოდით. მთელი სამი დღის განმავლობაში თამარაშენში მეზობლის, არსენ ხუცინაშვილის სახლის სარდაფში ვიმალებოდით. შვიდი ქალი ვიყავით. მამაკაცებმა და ბავშვებმა მოასწრეს გადმოსვლა, უძლურები კი დარჩნენ. ხეობა დაცლილი იყო.
დილით ბეტეერმა გამოიარა, რომელსაც ქართული დროშა ეკეთა। გვეგონა, რომ ქართველები იყვნენ. ოსები აღმოჩნდნენ ქართული დროშით, შეამოწმეს როგორი რეაგირება ექნებოდა იქ დარჩენილ ხალხს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გაგვეხარდა და ცუდს არც მოველოდით. ერთი-ორი საათის შემდეგ წამოვიდა რუსის ჯარი, საათნახევრის განმავლობაში 200 ტანკი დავთვალე, დანარჩენ ტექნიკას კი არ ვიცნობ. თითოეულზე აუარება ჯარისკაცი იჯდა. მეგონა სამშვიდობოები იყვნენ, ვიკითხე და მითხრეს - ჩვენ რუსეთის შეიარაღებული ძალა ვართ და გვინდა საქართველოში წესრიგი დავამყაროთო.


დაგვინახეს სადაც ვიყავით, მაღლა სახლის კარები შეამტვრიეს. შეგვეშინდა, სარდაფში არაფერი შემოეგდოთ და გარეთ გამოვედით. ბოდიში მოგვიხადეს, არ გვეგონა, სახლში თუ იყავითო და იქიდან რომ არავის ესროლა, ამიტომ დავათვალიერეთო.
ცოტა ქვემოთ ტანკი იდგა। იმ ტანკიდან გადმოსულებმა მეზობლის სახლიდან ჩანთები გამოიტანეს. ხალხს ჩანთებში ტანსაცმელი, თეთრეული და სხვა ნივთები ჰქონდა გამზადებული წამოსაღებად და ვერ მოასწრო.


იცოდნენ, რომ გვერდით ბინაში ვიყავით, მაგრამ ამას ხელი არ შეშლია და დაახლოებით ათი მეტრის მოშორებიდან ტანკებით სოფლის დაბომბვა დაიწყეს। რამდენიმე ჭურვმა ჩვენს სახლსაც გადაუარა, მაგრამ არ მოხვედრია. სოფელს ინტენსიურად ბომბავდნენ. ას მეტრს რომ გაივლიდნენ, გააჩერებდნენ, დაბომბავდნენ მთელ პერიმეტრზე, მერე ისევ გააგრძელებდნენ, მთელი სოფელი ასე ჩაიარეს. ეს ხდებოდა 9 აგვისტოს. დაბომბვის დროს ერთი-ორი სახლი დაიწვა, რომელშიც, ალბათ, გაზის ბალონი აფეთქდა.


ესენი რომ წამოვიდნენ, მერე ოსები გამოჩნდნენ, თეთრი ნაჭრები ეკეთათ ხელზე। გინებით შემოვარდნენ. ჩვენ ისევ სარდაფში ჩავედით, დავიმალეთ. ძალიან შეგვეშინდა. მათ დაგვინახეს, რომ სახლში შევცვივდით და მაღლა ავიდნენ გინებით, ყვირილით... იძულებული გავხდით, გარეთ გამოვსულიყავით. აფეთქების შეგვეშინდა, იძახდნენ – მე კარგად ვიცი ოსური – სახლს ავაფეთქებთო. გამოვედით და მიგვაყენეს კედელთან, გინებით, ლანძღვით. ერთს უნდოდა სროლა, მაგრამ მადლობა ღმერთს, კარგი ადამიანები ყველგან არიან. ოსის ბიჭმა აუკრა ხელი და მეორე კიდევ გვაწყნარებდა. ამ ოსის ბიჭს ეტყობა ეშინოდა დანარჩენების, ორი ძალიან აგრესიული იყო, ისინი სხვა მხარეს რომ წავიდოდნენ, გვაწყნარებდა, ნუ გეშინიათო.


მერე ერთმა ცხინვალის მილიციის მანქანა გამოიძახა, ჩაგვსხეს ამ მილიციის მანქანაში...
ჩემი ოჯახიდან პირველად მე წამიყვანეს. დღეს როგორც ვარ, ეგრე ვიყავი, სარდაფში ფეხზე შემცივდა, დახეული ჩუსტები მეცვა, საშუალება არ მომცეს სახლიდან რამე გამომეტანა.
წინ რუსების ტანკები მიდიოდნენ, ჩვენ ნელა მივყვებოდით უკან. ქუჩაში ნაცნობი შემხვდა. მისი ყურადღება მივიქციე. მომიახლოვდა, მე ახლა არაფრის შველა შემიძლიაო (ნაცნობი ოსი იყო, მაგრამ ახლა სახელიც კი არ მახსოვს) და მითხრა, რომ გირჩევნიათ ისევ ციხეში იყოთ, დღეს იქნება თუ ხვალ გაგცვლიან, ქართველებსაც ჩვენი ტყვეები ჰყავთ წაყვანილიო. ქუჩაში თუკი დარჩებით, შეიძლება მოგკლანო.

იზოლატორში

რვანი ჩაგვიყვანეს ცხინვალის იზოლატორში। იმავე საღამოს ოცდაოთხნი გავხდით – ხეობელები დაგვემატნენ. დაახლოებით ორ საათში დედაჩემიც მოიყვანეს. სამი დღის შემდეგ კი – მამაჩემი.


დედა ოსი მყავს, მაგრამ პირიქით, ციხეში მას უფრო მკაცრად ექცეოდნენ, ქართველებთან როგორ ცხოვრობ ოსიო.
12 დღე ვიყავით იზოლატორში। 12-საწოლიანი ოთახი იყო და ზოგჯერ ოცდახუთნიც კი ვიყავით. თავიდან იზოლატორის კარებს კეტავდნენ და სინათლეს აქრობდნენ. ერთ სკლეროზიან, სულით დაავადებულ ქალს ეშინოდა და კარებზე აბრახუნებდა. ამის გამო ჩამოგვეჭრებოდნენ ხოლმე ლანძღვა-გინებით. სამი დღის შემდეგ კარები საერთოდ აღარ იკეტებოდა; ეზოში იმდენი ხალხი იყო, რომ ფეხი არ ჩაიდგმებოდა. ზოგს დგომაც უჭირდა. ეზო, ალბათ, ათი კვადრატული მეტრი იქნებოდა. ერთი მამაკაცი გვყავდა ძალიან ხნიერი, ახლა თბილისშია, საავადმყოფოში, უნიტაზზე იყო ხოლმე ჩამომჯდარი.


ქართველი ტყვეები სულ 161 ვიყავით. თავიანთი ტყვეებიც ჰყავდათ, რომლებსაც მოპარვაზე წაასწრეს. ეს არავის უთქვამს, ჩემი მიხვედრილობაა, რომ მაროდიორებიც ორი კატეგორია იყო _ რომლებსაც ჰქონდათ გაძარცვის უფლება და რომლებსაც არ ჰქონდათ. ციხეში სწორედ ისინი ჰყავდათ.
ციხეში დაგვხვდნენ თბილისელი ბიჭები, ორნი თუ სამნი. მშვიდობიანი მოსახლეები იყვნენ. არ იცნობდნენ რეგიონს. გორის ხიდამდე ცენტრალური ტრასა რომ გადის, ოსები აკონტროლებდნენ და ვინც მოხვდებოდათ, იჭერდნენ. თბილისელებიც იქ აიყვანეს.
ჩვენთან იყო ქართველი გოგონა ტყვარჩელიდან, შორენა, 25 წლის। ისიც ეგრე აიყვანეს. სამარშრუტო ტაქსიდან მძღოლი და სხვა მგზავრები ჩამოსვეს, გოგონა კი ჩვენთან ჩამოიყვანეს. ვიცი, რომ თბილისში რომელიღაც კაფეში მუშაობს.


დაკითხვაზე იძახებდნენ ხოლმე। არ შემიმჩნევია, რომ ნაცემი იყო. ორი დღით ადრე, სანამ ჩვენ გამოგვიშვებდნენ, გვიან ღამე სადღაც გაიყვანეს. კითხვის გვეშინოდა, მაგრამ მაინც ვკითხეთ თუ რა უყვეს იმ გოგოს. გვითხრეს, პროკურატურაში წავიყვანეთო. გამოსვლის წინ, მე პირადად ვკითხე მცველს და თქვა გავუშვითო. რამდენად მართალია, არ ვიცი. იმ გოგონას ბედით ძალიან შეწუხებული ვარ.


ორი ზედამხედველი ერთმანეთს ელაპარაკებოდა, ჩვენ როგორი ჰუმანურები ვართ, მისთვის ხელი არ დაგვიდია, ეგრე გავუშვით და ქართველები კიდევ ჩვენ გოგონებს რას უშვებიანო।


იზოლატორში ჩვენთან ერთად რამდენიმე ძალიან ხნიერი მამაკაცი იყო, ზოგი - მეორე მსოფლიო ომის მონაწილე। 95 წლის მამაკაცს შარდის ბუშტის ქრონიკული დაავადება ჰქონდა. მაროდიორებმა სცემეს სახლიდან გამოყვანისას, მხარი სტკიოდა. თვალწინ სახლი დაუწვეს. ჩვენ როგორც მოვახერხეთ, მილი ჩავუდგით, მაგრამ მაინც ტკიოდა. შემდეგ ექიმი მოვიდა, წითელი ჯვრიდან და ეს მამაკაცი თან წაიყვანეს.


თავიანთ მოქალაქეებს, ოსებსაც ძალიან ცუდად ექცეოდნენ। ერთ მამაკაცს, გვარად ცხოვრებოვს, ჩვენს საჭმელს ვაძლევდით, მას არ აჭმევდნენ. ცხოვრებოვი ლოთი კაცი იყო და ოსის სარდაფში დაიჭირეს, ალბათ ღვინოს იპარავდა. მაგრად ცემეს და იმით დაამცირეს, რომ ჩვენთან, ქართველ ღორებთან შემოაგდეს.


ერთი კიდევ სოფელ დიღმიდან იყო, დასაფლავებაზე ყოფილა სადღაც და რომ ბრუნდებოდა, გზა აერია - შიგ ცხინვალში ჩავიდა. შეიარაღებული მილიციონერებისთვის უკითხავს თბილისისკენ მიმავალი გზა. ვკითხეთ, როგორ ვერ შენიშნა ცხინვალის დანგრეული სახლები. ქუჩებში კაციშვილი ვერ ვნახე და გზა ვისთვის უნდა მეკითხაო.
სოფელ მერეთიდან მოიყვანეს კაცი, რომელსაც ცალი მხარე სულ სისხლით ჰქონდა მოთხვრილი _ კაცი დაუკლავთ ზედ।


ფული ვისაც კი რამე ჰქონდა, არაფერი დაუტოვეს. მე ცოტა კი გამოვიყოლე, ნასკში მქონდა ჩადებული. ტელეფონები, ყველაფერი წაართვეს პატიმრებს. ერთ მოხუც კაცს ხარები გაეყიდა, ათი ათასი ლარი ჰქონდა და წაართვეს. ერთ ქალს _ ოთხი ათასი ლარი. ორი ლარიც კი წაურთმევიათ ვიღაცისთვის. ეს ყველაფერი ცხინვალის ციხეში ხდებოდა.
ორი ძალიან კარგი ზედამხედველი გვყავდა, კარებსაც გვიღებდნენ, წყალსაც გვაწვდიდნენ და ცოტა მობოდიშებითაც იყვნენ। ერთი ძალიან თავისუფლად ლაპარაკობდა ქართულად, ალბათ დედა ჰყავდა ქართველი. ერთი საშინელება იყო – ღორებს გვეძახდა. პურს შემოგვიგდებდნენ – ჭამეთ ღორებოო. პირველი ოთხი-ხუთი დღე ძალიან აგრესიულები იყვნენ. მერე წიწიბურასაც გვაძლევდნენ და უშაქრო ჩაისაც.


ჩვენი სამხედროები მამაკაცებს დაამარხინეს _ 45 ცხედარი. დაამარხინეს ყველა ჯარისკაცი, ვინც უპატრონოდ ეყარა. 15 ერთგან დამარხეს, დანარჩენი ზნაურისკენ, რომელიღაც სოფელში. შემოვიდა ინფორმაცია, რომ ერთი ჯარისკაცი ყოჩიშვილი იყო, გვარი ამოუკითხიათ, მეორე კი _ ცაბაძე, დანარჩენის ვინაობა ვერ გაარკვიეს.
ორი დღის წინ სამუშაოდან ნაცემი დაბრუნდა ერთი ბიჭი। ძალიან ჩასხმული ბიჭი იყო, მაგრად ეცემათ.


ფრანგი ჟურნალისტი იყო მოსული, საპატიმროში არ შემოუშვეს, ჩვენ გაგვიყვანეს მასთან. მისი თანდასწრებით ოსების რომელიღაც ჩინოსანმა ილაპარაკა, რომ საქართველო არ მოდის მოლაპარაკებაზე ჩვენს დასახსნელად, რომ ჩვენ მათ არ ვაინტერესებთ. თქვენი მიცვალებულებიც არიანო, თქვა და მაშინ დრო ვიხელთე და ვკითხე, რამდენი მიცვალებული იყო (ჟურნალისტთან თავს ხომ არ გამიჩეხავდა, მაგდენი შნო კი ჰქონდათ, რომ იმათთან თავი კულტურულად დაეჭირათ). 45 კაციო, მიპასუხა.

მაროდიორობა

ოსი მაროდიორები, რომლებიც სოფელს შეესივნენ, ბევრნი იყვნენ। ჩვენი სოფელი ძალიან მდიდარი იყო, დიდი მშენებლობა წარმოებდა. შეიძლება მილიონერები არ იყვნენ, მაგრამ ყველამ რაღაც შეიძინა ბოლო რამდენიმე წელიწადში. მამაჩემს სახლიდან ტელევიზორი გამოატანინეს და მანქანაზე დაადებინეს. მამა 68 წლისაა.


სარდაფებში შედიოდნენ ღვინოს წასაღებად। მოხუცებულ მამას ძალით ასმევდნენ, ეგონათ, რომ მოწამლული ღვინოები დავტოვეთ და თუ მოკვდებოდა, ესე იგი ღვინო არ ვარგოდა. ძლივს გამოვიდა კაცი მდგომარეობიდან. მამაჩემი დღესაც ციხეშია.


მეურნეობა გამართული გვქონდა, სოფელში არ იყო ოჯახი, რომელსაც სამი ძროხა, ღორები, ქათმები არ ყოლოდა। ყველას საქონელი წაიყვანეს და სახლები გაძარცვეს, მერე კი დაწვეს. სოფელში, ხეობაში, ალბათ, სახლების 99% დამწვარია. ჩემი სახლიც დამწვარია, მამაჩემმა ნახა. ისე, ცხინვალიც კარგა მაგრად არის დანგრეული, მაგრამ ჩვენთან შედარებით – არა, ჩვენთან სახლი აღარ დარჩა.


რაღაც აქვთ, შეაგდებენ და ასე წვავენ. სახლში, სადაც აგვიყვანეს, საბუთები მქონდა შენახული. წამოსვლის წინ გვკითხეს, კიდევ ვინმე თუ არისო. ვუპასუხეთ, რომ არავინ იყო. თუ ვინმე კიდევ დარჩა სახლში, მოკვდებაო და ეგრევე შეაგდეს ასაფეთქებელი. დარწმუნებული არ იყო, რომ იქ არავინ იქნებოდა და მაინც შეაგდო.

ოსურ-ქართული ურთიერთობა

თავიდან ოსებთან ურთიერთობა ძალიან ცუდი იყო, მერე უკვე კარგი გახდა। ერთმანეთს ვინათესავებდით. ქორწილშიც მივდიოდოთ. ჩემს ახლობელს ორ წელიწადში დედა, მამა, შვილი, შვილიშვილი დაეღუპა და მთელი ცხინვალი მოვიდა მაგათ გასვენებაში. ბებიაჩემი 2 წლის წინ რომ დაიღუპა, ნახევარი ცხინვალი მოვიდა. ძალიან თბილი ურთიერთობა გვქონდა.


ცხინვალში და ოსურ სოფლებში გადაადგილება ჩვეულებრივად ხდებოდა, მოძრაობდა კეხვი-ცხინვალი। 5 აგვისტომდე ჯერ კიდევ დავდიოდი ლილოში, ვაჭრობით ვირჩენდი თავს. ხეობიდან თუ ორი კაცი ვიყავით (მძღოლიც ხეობელი იყო) სამარშრუტო ტაქსში, დანარჩენი ცხინვალელი ოსებით იყო სავსე.


დაძაბულობა და გაუცხოვება ამ ზამთარს, იანვარში დაიწყო. ჩემმა ახლობელმა შვილი გაათხოვა და ქორწილში ვიყავი. თამარაშენი და ცხინვალი ერთმანეთს ემიჯნება, მაგრამ შემოვლითი გზით წავედით, პირდაპირ არაფრით გაგვიშვეს, თუმცაღა ძალიან ვთხოვეთ ხან ოსურად, ხან რუსულად. სანაკოევის რეზიდენციაა სოფელ ქურთაში, ის რატომ მიიყვანეთ, თქვენი ბრალიაო. ჩემი რა ბრალია, მე უბრალო მიწის მუშა ქალი ვარ.
ქორწილში კოკოითის სადღეგრძელო ფეხზე დგომით დალიეს. კოკოითი ძალიან უყვართ, პატივს სცემენ. ცხინვალში ამბობდნენ მაშინ, ეგ ჩვენ გამარჯვებამდე მიგვიყვანსო. ოსებს რუსეთთან უნდათ შეერთება, რა დამოუკიდებლობაზეა ლაპარაკი, მაგათ რომ დამოუკიდებლობა უნდოდეთ, რუსეთი ეგრე გაიგიჟებს თავს?
იანვრამდე იმათთან ძალიან თბილად ვიყავი, თავიანთად მთვლიდნენ। იანვარში კი ძალიან დათრგუნული წამოვედი.


ოსები დარწმუნებული არიან, რომ ეს მათი ძირძველი მიწაა და მათ ეკუთვნით। ჩვენ კი ჩასახლებული ვიყავით. პირადად მითხრა ერთმა ხიშტმოღერებულმა – ახლა ხომ გაიგეთ, ვისი მიწააო, თქვენ რა ქალები ხართ - პირდაპირ გვაფურთხებდნენ - რა შვილები გაზარდეთო.


ოსებმა რუსული მოქალაქეობა მიიღეს, აქვთ დიდი პენსიები, რუსეთისთვის შეიძლება ის პენსია არაფერია, მაგრამ ჩვენი რეგიონისთვის დიდი ფულია. მე ვისთანაც ვიყავი, ომის მონაწილეა და 11 ათას რუსულ მანეთს იღებდნენ, ეს, ალბათ, 600 ლარია. პენსიონერი კი ზოგს ორი ჰყავს ოჯახში. მათ შვილებსაც პრივილეგიები აქვთ რუსეთში სწავლის მხრივ, საერთო საცხოვრებლითაც აკმაყოფილებენ და შეღავათებსაც უწევენ. როცა შენი არ არის, იმას ადვილად გასცემ, ადვილად გაიღებ და გადადიხარ მეორე მხარეს.
სამი წლის წინ მოსკოვში დავდიოდი ხშირად। ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ იქ ოსი და ქართველი ძმები არიან და ერთმანეთს მხარში უდგანან. აქ კიდევ ერთმანეთის მტრები გაგვხადეს ამ დამპლებმა. იქ რუსებისგან აგრესია მოდის კავკასიელების მიმართ, ამიტომ ერთმანეთს გვერდზე უდგანან და აქ კიდევ…


როგორი ცუდებიც არ უნდა იყვნენ ოსები, მაინც ჩემი ნათესავები არიან, მე ძალიან ბევრ ქართველს მირჩევნია ისინი… მიყვარან… ჩემი შვილი აქ რომ არ ყოფილიყო და მე იმათთვის რომ შემეტყობინებინა, ციხიდან გამომიყვანდნენ. მაგრამ ჩემი შვილი აქ იყო და ისედაც სად უნდა წავსულიყავი? ცხინვალში ვინ მომცემს სახლს და ჩემს ბიჭს იქ არ ეცხოვრება. ოსები ვინც იყვნენ გვარით და ვისაც მოაკითხეს, გაათავისუფლეს. ორნი იყვნენ თამარაშენლები, ცხოვრებოვები, რომელთაც საუბედუროდ, ერთი სიტყვა ოსური არ იცოდნენ, დედა ქართველი ჰყავთ, დედით თაობიდან თაობაზე ქართველები არიან. მოხუც კაცს ერთი კიდევაც ჩასცხეს. დედაჩემსაც საყვედურობდნენ, ოსი რომ ხარ, ქართველებში რა გინდაო. ამან უთხრა, 68 წლის ქალი ვარ, გუშინ ხომ არ გავთხოვილვარო.

ომი და ინფლაცია


`ლარის კურსის ცვლა მოსალოდნელი არ არის~

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, აგვისტოში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ქვეყანაში 9,8-პროცენტიანი ინფლაციაა. `ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის~ ხელმძღვანელი, დავით ნარმანია კი მიიჩნევს, რომ ეს ციფრი გაცილებით მაღალია და დაახლოებით 18 პროცენტს შეადგენს. თუმცა, მისივე პროგნოზით, ინფლაციის კიდევ უფრო ზრდის საშიშროება არ არსებობს.

ირამა ზოიძე/ ბათუმელები

ფასების მატება გაცილებით უფრო მკვეთრი იქნებოდა, რომ არა სახელმწიფოს მხრიდან კერძო სექტორისთვის გაცემული მითითებები და არაოფიციალური რეკომანდაციები। ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ ინფლაციის ნაკლებად ზრდა საომარი მდგომარეობის დროს საწვავის ფასის 5 თეთრით შემცირებისა და ბანკების მხრიდან გარკვეული შეზღუდვების დაწესების შედეგიც არის: `საბანკო შეზღუდვების დაწესებამდე მოსახლეობას თანხები, თავიანთი დანაზოგები და სესხები, დიდი ინტენსივობით გაჰქონდა. ეს რომ გაგრძელებულიყო, ინფლაცია გაცილებით უფრო დიდი იქნებოდა. ეროვნული ბანკის მითითებით, კომერციულმა ბანკებმა სესხები შეზღუდეს, ერთი დღე საერთოდ არ მუშაობდნენ და ა.შ. ამან, მართალია, ადამიანების გულისწყრომა გამოიწვია, მაგრამ საფინანსო სისტემის მდგრადობას შეუწყო ხელი. წმინდა ეკონომიკური კუთხით ამდაგვარმა პოლიტიკამ დადებითად იმოქმედა, თუმცა მომხმარებელი გაანაწყენა~.

ასევე იმოქმედა საწვავზე ფასების დაწევის სიტყვიერმა შეთანხმებამ საწვავის მიმწოდებელსა და ხელისუფლებას შორის। `საწვავზე ფასის ზრდა ავტომატურად აისახება ყველა სხვა დანარჩენ პროდუქტის ფასზეც. ასეთ დროს, როცა მოსახლეობა მობილიზებას აკეთებს და საწვავზე მოთხოვნა მაღალია, საწვავზე ფასის ზრდის მოლოდინიც მაღალი იყო, მაგრამ ჩვენდა სასიხარულოდ ეს არ მოხდა~.


ინფლაციის მიზეზი საომარი მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსახლეობის მხრიდან ბლოკადის, ფასების საერთო ზრდისა და პროდუქციის გაძვირების მოლოდინი იყო। `მაღაზიები არ დაცარიელებულა, მაგრამ ზოგადად, პროდუქტების ნაწილზე მაღალი მოთხოვნა შეინიშნებოდა, მაგალითად, პურის ფქვილზე, შაქარზე, პირველდი მოხმერების პროდუქტებზე. ამ მოთხოვნამ, გარკვეულწილად, ინფლაციის პროცენტული ზრდა გამოიწვია, განსაკუთრებით _ დედაქალაქში, იმის გამო, რომ გზები იყო ჩაკეტილი და დასავლეთ საქართველოდან გარკვეული პროდუქცია, მაგალითად, მინერალური წყალი `ნაბეღლავი~ არ მიდიოდა, რომ არაფერი ვთქვათ იმპორტირებულ პროდუქციაზე. ეს ყველაფერი ცოტა უფრო მეტი ხანი რომ გაგრძელებულიყო, უფრო მძიმე მდგომარეობა გვექნებოდა~, _ ამბობს დავით ნარმანია.


ფასების მომატების შესაჩრებელად და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ლადო გურგენიძის თქმით, დაახლოებით 3-4 მილიარდი დოლარია საჭირო। ამის შესახებ მან ამერიკელ სენატორ რიჩარდ ლუგართან შეხვედრისას განაცხადა. თუ ამ მიმართულებით დროულად არ გადაიდგა ნაბიჯები, შესაძლებელია, შიდა პროდუქტის წარმოება 10%-ით დაეცეს _ ამის შესახებ ინფორმაცია პრესას ამერიკელმა სენატორმა მიაწოდა.


დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებული თანხა ზარალს ვერ აანაზღაურებს, მაგრამ ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის საკმარისი იქნება: `დღეს ძნელია, კონკრეტულ ციფრებზე ისაუბრო, მაგრამ, უხეში გათვლებითაც კი, ზარალი ორჯერ უფრო დიდია. 3-4 მილიარდი ის ციფრია, რომელიც ინფრასტრუქტურის აღდგენას და მიყენებული ზიანის ანაზღაურებას შეიძლება მოხმარდეს. მარტო გატაცებული სამხედრო ტექნიკა რა ღირდა?! 3-4 მილიარდი გზების, პორტის, ასაფრენ-დასაფრენი ბილიკების, გორში დაზიანებული სახლების რეკონსტრუქცია-აღდგენას სჭირდება~.
რაც შეეხება შიდა პროდუქტების წარმოებას, ეკონომისტის თქმით, ხელისუფლება 10-პროცენტიანი ზრდის პროგნოზს აკეთებდა, თუმცა აგვისტოს მოვლენების შემდეგ, შარშანდელი მაჩვენებლის შენარჩუნებაც უკვე მიღწევა იქნება. თანხას, რომელიც ხელისუფლებისგან დასახელდა, დავით ნარმანიას თქმით, საქართველო, სავარაუდოდ, დახმარების სახით მიიღებს. თუმცა იმის გამო, რომ საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა და არც ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის პირობები შეუსრულებია ბოლომდე, ამ რაოდენობის დახმარებას ევროკავშირიდან არ უნდა ელოდოს, მაგრამ ევროკავშირის მიერ აღთქმული დახმარების გარდა, მასში შემავალი კონკრეტული ქვეყნები ცალ-ცალკეც აპირებენ ზარალის ანაზღაურებაზე მხარდაჭერას, ჯამში კი დასახელებული თანხის მიღების შესაძლებლობას ეკონომისტი არ გამორიცხავს.
თუმცა, ნარმანიას აზრით, ასეთ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ ამ თანხის განსაკარგავად სწორი პოლიტიკა შეიმუშავოს। საქართველომ უკვე მიიღო გარკვეული დახმარება ამერიკის, პოლონეთის, საფრანგეთის, გერმანიის მხრიდან. ჯერჯერობით, ეს ჰუმანიტარული მხარდაჭერაა, რომელიც პროდუქტების სახით შემოდის. მაგრამ როცა დახმარება ფულადი სახით შემოვა, მას სახელმწიფო პოლიტიკის გატარება დასჭირდება. ფულის ასეთი რაოდენობით შემოდინება მაკრო-ეკონომიკურ არასტაბილურობას იწვევს და შესაძლებელია, ინფლაციის მიზეზიც გახდეს: `ჩვენ რომ ვიცოდეთ, დაახლოებით რა მოცულობის დახმარებას მივიღებთ სხვადასხვა სახელმწიფოსგან, ქვეყანა ამას მზად დახვდებოდა. ყველაზე კარგი ვარიანტი ამ თანხის ისეთ რამეში დახარჯვაა, რაც აქტივებს მოიტანს, მაგალითად, ინფრასტრუქტურაში. კარგია, თუ ის არ დაიხარჯება სამომხმარებლო ბაზარზე. ფულის დარიგება დევნილებისთვის გაცილებით უფრო არაეფექტურია მაკროეკონომიკური თვლსაზრისით და უფრო მეტად იწვევს ინფლაციას, ვიდრე ამ ფულით გზის დაგება~ _ ამბობს დავით ნარმანია.


თუმცა, ნარმანიას განცხადებით, რეალობის გათვალისწინებით თანხის ნაწილი უფრო სოციალური პრობლემების მოგვარებას მოხმარდება, რადგან ზამთარი ახლოვდება და დევნილებისთვის თავშესაფრის უზრუნველყოფა უპირველესი ამოცანაა.
ყველა იმ პირობის გათვალისწინებით, რომელიც დღეს ქვეყანაშია, ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ინფლაციის შეჩერება არსებულ ზღვარზე, შესაძლებელია: `ინფლაციის ზრდის მოლოდინი არ მაქვს। პოლიტიკური სტაბილურობა მაფიქრებინებს, რომ ის შეიძლება შეჩერდეს. მას შემდეგ, რაც რუსულმა ჯარმა დაიხია და გზა გაიხსნა, ფასები აღარ მომატებულა~.


და კიდევ, არსებობს ერთი დეტალიც _ საქართველო დღესაც, ნაწილობრივ, რუსული გაზით მარაგდება. არ არის გამორიცხული, ზამთარში, როგორც უწინ, რუსეთმა კვლავაც შეწყვიტოს, ან გააძვიროს გაზი, რაც ავტომატურად აისახება სხვა პროდუქტების ფასებზეც. ინფლაცია იმ შემთხვევაშიცაა მოსალოდნელი, თუ რუსეთმა გაზის ფასი საქართველოს არა, მაგრამ სხვა ევროპულ ქვეყნებს გაუძვირა.






ტყვეობა არაინფორმირებულობის გამო


ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქართულ მხარეს ცხინვალის იზოლატორში მყოფი ყველა ქართველი ტყვე გადმოეცა. 21 აგვისტოს 50 ადამიანი გაათავისუფლეს. ტყვეთა უმრავლესობა მოხუცები და ავადმყოფები იყვნენ, ძირითადად _ ქალები.

ნინო ძანძავა/ სპეციალურად “ბათუმელებისთვის”
ფოტო: 24 საათი

21 აგვისტოს 12 ქალბატონი ქალაქ რუსთავის მე-17 სკოლაში დააბინავეს। როგორც ისინი აცხადებენ, ტყვეების საერთო რაოდენობა 150-160 ადამიანს შეადგენდა. უმეტესად დაკავებული იყვნენ სამაჩაბლოს რაიონის მცხოვრებლები (კეხვი, თამარაშენი, ქსუისი) - ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე ვერ ან არ დატოვეს ხეობა. ვერ დატოვეს მოხუცებმა და ლოგინად ჩავარდნილებმა, ხოლო არ დატოვეს მათ, ვინც თავიდანვე ობიექტურად ვერ შეაფასეს არსებული სიტუაცია.

`ადრეც იყო შეტაკებები - შარშანწინ და მერე ჩაწყნარდა. ახლაც გვეგონა, დღეს ჩაწყნარდება, ხვალ ჩაწყნარდება, მაგრამ უფრო და უფრო დაიძაბა მდგომარეობა~, - ამბობს კეხვიდან დევნილი დალი მაგალიშვილი, რომელმაც ცხინვალის იზოლატორში ცხრა დღე გაატარა.
კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა მდგომარეობის პერიოდულ გამწვავებას შეჩვეული იყო, სამაჩაბლოში სროლები იშვიათად არ ისმოდა। თავდაპირველად მათ ჩათვალეს, რომ სერიოზული განგაშისა და სახლების დატოვების მიზეზი არც ამჯერად ჰქონდათ. ხოლო, როცა ვითარება ბოლომდე გააცნობიერეს, უკვე გვიანი იყო.

არის თუ არა მთავრობის ვალი გააფრთხილოს საკუთარი მოსახლეობა მოსალოდნელი საშიშროების შესახებ და რატომ არ აღასრულა ჩვენმა მთავრობამ ეს ვალი – ამ საკითხზე დღეს ხმამაღლა არავინ მსჯელობს। ამ კითხვებს მხოლოდ ისინი სვამენ, ვინც ხელისუფლების დაუდევრობის თუ შეგნებული პოზიციის მსხვერპლი თავად გახდა: `ოფიციალურად არავის უთქვამს ხეობა დაიცალოსო, ოფიციალურად რომ ყოფილიყო გამოცხადებული, მაშინ ყველანი წამოვიდოდით. გვეგონა, რომ ეს ჭორია და ხალხი შიშისგან მირბის, თორემ არავითარ შემთხვევაში არ დავრჩებოდი. მაინც ყველაფერი დავკარგე და რა მიზანი ჰქონდა ამდენ წამებას, ნაკლები მსხვერპლი მაინც იქნებოდა~, - ამბობს ქალბატონი მანანა (თამარაშენი).

საომარი მოქმედებების შესახებ კანონში ამ სახის ვალდებულება მითითებული არ არის, ამაზე, არც პრეზიდენტის მიერ 9-18 აგვისტოს `საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ~ ბრძანებულებაშია საუბარი। მაგრამ არსებობს მორალური ვალდებულებები საკუთარი მოსახლეობის მიმართ. ასეთივე ვალდებულების უგულვებელყოფაა ინფორმაციის დამალვა ან არ გამჟღავნებაც. მაშინ, როდესაც რუსეთის არმია სენაკამდე იყო მოსული, პარლამენტის თავჯდომარე და ხელისუფლების აპარატის წარმომადგენლები სატელევიზიო ეთერით ავრცელებდნენ ინფორმაციას `რუსების მიერ ზუგდიდის რაიონს სოფელ ხურჩის დაკავების თაობაზე~.

`პანიკის საფუძველი არ არსებობს~, - ამ გაზეპირებული განცხადებით მიმართავდნენ ადამიანებს, რომლებსაც უკვე აღარ ჰქონდათ იმედი, რომ მათ დაიცავდნენ.
სამაჩაბლოში კარგი დღე არც მას დაადგათ, ვინც საკუთარი სახლის დატოვება გადაწყვიტა। მოსახლეობის ნაწილი ტყეებს აფარებდა თავს, ზოგი შემთხვევით გადარჩა, ზოგს ჯარისკაცები დაეხმარნენ. კეხვის მცხოვრებ ახალგაზრდა გოგონებს, თინასა და მარიკას არ გაუმართლათ – ტყვიამ ისინი ტყეშიც მოძებნა.

ყოფილი ტყვე ქალები კი იმასაც ამბობენ, რომ არა ოსური მილიცია და ცხინვალის იზოლატორი, ცოცხლები ვერ გადარჩებოდნენ, რადგან გორამდე ჩაღწევის იმედი ცეცხლის გახსნიდან ორ დღეში უკვე აღარავის ჰქონდა।

რუსთავის სკოლაში შეფარებულთა შორის გასულ დღეებზე საუბარი ბევრს არ სურს. 22 აგვისტოს გაზეთ `ბათუმელებს~ მხოლოდ სამი ქალბატონი ესაუბრა. ისიც იმ პირობით, თუ მათი საუბარი ცხინვალში დარჩენილი ტყვეების გათავისუფლებამდე არ გახმაურდებოდა. ყველას ეშინოდა მათ მიერ ინფორმაციის გაცემას იქ დარჩენილები არ დაეზარალებინა.
28 აგვისტოს ყველა ტყვე გათავისუფლდა. ღამის ორ საათზე ცხინვალიდან რამდენიმე მამაკაცი რუსთავის სკოლაშიც მიიყვანეს. სტრესში მყოფ ყოფილ ტყვეებს საუბარი უჭირთ: `საშინელ პირობებში ვცხოვრობდით, არც მინდა გახსენება: ანტისანიტარია, ცემა, მკვდრების დამარხვა…~ _ ამბობს 36 წლის ლევანი, სოფელ ზემო აჩაბეთიდან.
ახალგაზრდა მამაკაცთაგან ის ერთ-ერთი იყო, ვინც სამი დღის განმავლობაში დილის ათი საათიდან საღამოს შვიდ საათამდე ქართველი ჯარისკაცების ცხედრების დამარხვით იყო დაკავებული। `20-25 კაცს გვამუშავებდნენ. ახალგაზრდებს გვარჩევდნენ, მოხუცებს იზოლატორში ტოვებდნენ. 44 მკვდარი დაგვამარხინეს, ქართველი ბიჭები. ჯერ მოლურჯო-მომწვანო პარკ-ტომრებში გვადებინებდნენ და მერე კუბოში გვასვენებინებდნენ. გვამები გახრწნილი იყო, დამატლული. პირიდან წყალი ამოსდიოდათ. ეტყობა აწუხებდათ, რომ ქალაქის შესასვლელ ქუჩებში ეყარნენ. პარკები და კუბოები იქვე მიგვქონდა. მერე ტრაქტორით გაჭრეს მიწა და ერთიანად ჩავაწვინეთ. ზედ ცხინვალთან, რამდენიმე კილომეტრში შენობის კარკასია, სკოლას თუ ინსტიტუტს აშენებდნენ ადრე. ამ კარკასის უკან, 100-150 მეტრში დავმარხეთ~.

ქართულ მხარეს ჯარისკაცთა ცხედრები მხოლოდ 27 აგვისტოს გადმოეცა। მათგან უმეტესობა ამოუცნობია – ჯარისკაცები, რომლებიც არ გააფრთხილეს, რომ სამაჩაბლოში რუსეთთან საომრად მიჰყავდათ და არა მორიგი სპეცოპერაციის ჩასატარებლად, დიდი ხნის განმავლობაში ტყეებში და გზებზე უპატრონოდ ეყარნენ. ეს მაშინ, როდესაც ცალკეული ადამიანები (პაატა ზაქარეიშვილის სახით) მთავრობას დაჟინებით სთხოვდნენ, ცხედრების გადაცემის საქმე მათთვის, როგორც გამოცდილი და ოსების მხრიდან ნდობით აღჭურვილი ადამიანებისთვის მიენდოთ, საკითხის დროულად მოგვარების მიზნით.

43 ჯარისკაცის ცხედარი დღეს მუხათგვერდის საძმო სასაფლაოზე განისვენებს. თუ რა ბედი ეწიათ ომში დაღუპულ დანარჩენ სამხედროებს, ადვილი და ამავდროულად, ძნელი წარმოსადგენია.


როგორ იწყებოდა რუსულ-ქართული ომი


ამ ომში, საქართველოს ხელისუფლების მტკიცებით, ორი ”ისკანდერი” ჩამოვარდა. ერთი ბაქო-სუფსის ნავთობსადენზე, ხოლო მეორე _ გორის მოედანზე. ”ისკანდერები”, თითქოს, 400 კილომეტრის სიშორიდან, დაღესტანიდან მოფრინავდნენ, ხოლო ”ტოჩკა-უ”აფხაზეთიდან ურტყამდა


იულია ლატინინა/ ნოვაია გაზეტა

თარგმანი: ასლან ჭანიძე (იბეჭდება შემოკლებით)
ფოტო: ინტერპრესნიუსი। იგოეთი
ყველაზე დიდი შთაბეჭდილება გორის მოსახლეობისგან მომყვება. დარჩენილი მოსახლეობა პირდაპირ მოედანზე ცხოვრობს. ახალგაზრდა რეზერვისტს გადავეყარე. ის მომიყვა, რომ ქართულ სპეცრაზმში მსახურობს _ ორი დღე რუსული ჭურვების ქვეშ იდგა, ხოლო სამი დღე მირბოდა. შემდეგ რუსების მიერ დაკავებულ ქალაქში რუს ჟურნალისტს ეუბნება თავის სახელსა და გვარს. ვეკითხები: `საკუთარ თავს დეზერტირად ხომ არ თვლი?~ `ჩვენ, 400 კაციდან ცოცხალი 12 გადავრჩით”।


ქალაქი მთელია, ახლომდებარე სოფლებისგან განსხვავებით. ჯარისკაცების სამიზნედ ბანკები, საზოგადოებრივი დაწესებულებები იქცა. გორთან მდებარე სამხედრო ბაზიდან უნიტაზები გაზიდეს... უნიტაზის ქურდობის ფაქტმა ძალიან გაახალისა-აამაღლა საზოგადოებრივი აზრი. ქართველებმა რუსეთის საელჩოსთან მიიტანეს უნიტაზები: თუ ამისთვის მოხვედით, წაიღეთო. (როც ტირილი გსურს, გაცინება უკეთესია).
გორიდან კომენდანტის საათის პირობებში ვბრუნდებით। ბლოკსაგუშაგოებზე მთვრალების რიცხვმა იმატა, ისინი აგრესიულები არიან. ცოტათი ვნერვიულობ, რადგან ქალაქში ჟურნალისტების შესვლა აკრძალულია, მე ჰუმანიტარული ფქვილის ტომარად ვასაღებ თავს. საბედნიეროდ, აგრესიულობა არანაირად უკავშირდება პროფესიონალიზმს: თექვსმეტ ბლოკპოსტზე საბუთები არსად მოუთხოვიათ.


საქართველოს ორი ფრონტიდან გაუხსნეს ცეცხლი. ოპერაციაში 25 ათასი კაცი და 1200 ერთეული ჯავშანტექნიკა მონაწილეობდა. მსგავსი რამ მეორე მსოფლიოს ომის ბოლოს ხდებოდა – გაშლილი ფრონტი, მასიური დარტყმები, არტილერია, რომელიც ურტყამს მოედნებს; ომი, რომელიც მოიგო არტილერიამ და ავიაციამ; რომელშიც ჯარები, ფაქტობრივად, ერთმანეთის პირისპირ არც კი აღმოჩენილან. ამის აღწერა, როგორც ომი სამხრეთ ოსეთში, სასაცილოა. ასეთივე წარმატებით შეიძლება აღვწეროთ მეორე მსოფლიო ომი, როგორც სუდეტში მცხოვრები გერმანელების დასაცავი ოპერაცია.

რუსეთი და საქართველო


მიხეილ სააკაშვილმა პირველი ნაბიჯი ამ ომისაკენ მაშინ გადადგა, როდესაც დასავლური სახელმწიფოს შექმნა დაიწყო, ძალიან მკაცრი და ამავდროულად, ლიბერალური: დაბალი გადასახედებით, სახელმწიფო ქონების გაყიდვით, სოციალურ სფეროზე მინიმალური დანახარჯებით და მაქსიმალურით _ სახელმწიფო ინფრასტრუქტურაზე, ანუ ახალი ჯარი და უმწიკლო, ქრთამის არამღები პოლიცია।


ანგრევდნენ ძველ წესებს, ახდენდნენ ერის გადადნობას, როგორც პეტრე პირველი, საქართველოს ევროპაში ექაჩებოდნენ। ამბობენ, რომ სააკაშვილსა და პუტინს პირადი კონფლიქტი ჰქონდათ: თითქოს სააკაშვილმა ის გაახელა. არ ვიცი, მაგრამ ვხედავ, რომ სააკაშვილისა და პუტინის მოსაზრებები შეუთავსებელია.


მეორე ნაბიჯი დასავლეთმა გადადგა, აპრილში _ ბუქარესტის სამიტზე, რუსეთის ზეწოლით, საფრანგეთმა და გერმანიამ გადადეს საქართველოს ნატოში გაწევრიანება। ამით კრემლი მიხვდა, რომ ხელები გახსნილი ჰქონდა.


მესამე ნაბიჯი იყო კრემლის მიერ ზაფხულში ჯარების მობილიზება.
8 აგვისტოს, პარასკევს, ჰაკერებმა საქართველოს ცენტრალური ბანკის საიტი გატეხეს და მასზე განათავსეს ინფორმაცია, რომ ლარის კურსი დოლართან მიმართებაში არის 1,8। (სინამდვილეში 1,4 იყო). მეეჭვება, რომ ეს ოსმა პარტიზანებმა გააკეთეს ცხინვალის სარდაფებიდან, ქართული ტანკების შეტევების დროს. ხოლო სამი დღით ადრე, 4 აგვისტოს, ქურთმა სეპარატისტებმა თურქეთში ნავთობსადენი ბაქო-ჯეიჰანი ააფეთქეს. შესაძლებელია, ისინი მართლა ქურთი სეპარატისტები იყვნენ, მაგრამ თავიანთი მოქმედება რუსულ `ისკანდერებს~, რაღაც საოცრად შეათანხმეს.


ეს იმაზე მიუთითებს, რომ 7 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილს არ შეეძლო მიეღო სტრატეგიული გადაწყვეტილება। როგორც ჩანს, მას მხოლოდ ტაქტიკური გადაწყვეტილების მიღება შეეძლო, ისიც იმაზე, თუ სად შეიძლებოდა დაწყებულიყო პირველი შეტაკება, აფხაზეთიდან სამხრეთ ოსეთისკენ.


რუსეთს კავკასიაში მშვიდობა სჭირდება, ძალოვანებს _ ომი. ექსპერტების უმეტესობა, ამ წერილის ავტორის აზრით, წინასწარმეტყველებდა, რომ ომი დაიწყებოდა აფხაზეთში, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე მდიდარი უძრავი ქონებისთვის. ზუსტად იქ _ ოჩამჩირეში უყრიდენ მედესანტეებს თავს, იქ _ ტყვარჩელში ჩამოიტანეს ჰაუბიცები `დ_30~, რათა ზემო კოდორს მისწვდომოდნენ. ტელეარხმა `ზვეზდამ~ ეთერში გაავრცელა ინფორმაცია, რომ 8-9 მაისს საქართველო შეიჭრებოდა აფხაზეთში, მაგრამ მაშინ სააკაშვილმა ისე ხმამაღლა იყვირა შOშ, რომ ყველა გაჩუმდა. შემდეგ კი სროლები სამხრეთ ოსეთში დაიწყო.
შესაძლებელია, დაძაბულობის ეპიცენტრის გადატანა გამოწვეული იყო ორი სეპარატისტული ანკლავის სხვაობით. არც ერთსა და არც მეორე ანკლავს არ ჰქონდა შანსი შეენარჩუნებინა დამოუკიდებლობა რუსეთის დახმარების გარეშე. სააკაშვილი ოცნებობდა დაებრუნებინა ორივე რესპუბლიკა, როგორც არიელ შარონი ოცნებობდა დაებრუნებინა იერუსალიმი. აფხაზები და ოსები კი იმაზე მეტად არ ოცნებობდნენ საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას, როგორც კოსოვოში მცხოვრებლები სერბეთში.
თუ აფხაზეთში ტურისტებს ემსახურებოდნენ, სამხრეთ ოსეთში სანგრებში ისხდნენ. სასაცილო ამბებიც კი ხდებოდა: ცხინვალში არ შეეძლოთ ძველი წყალსადენების გარემონტება, მოსახლეობას კი უხსნიდნენ, რომ წყალი ქართველებმა შესვეს. მოსახლეობას სჯეროდა, რადგან ქართველებმა მოახდინეს რესპუბლიკის ბლოკადა (ბლოკპოსტებზე მოხუც ქალებს ერთ კილო კანფეტსაც კი არ ატანდნენ), ააფეთქეს სამხრეთ ოსური `ჰესბოლას~ ყველაზე გამორჩეული წარმომადგენლები _ ცნობილი ძმები დუდაევები. ერთი _ მარეკი _ გამოიტყუეს საქართველოში და ადამიანების ვაჭრობის ბრალდებით ციხეში ზის (ახლა ცხინვალი მის განთავისუფლებას ითხოვს), ხოლო მეორემ თავისი მანქანა საქართველოში გადაიყვანა და შეაკეთა, უკან დაბრუნებული მანქანა კი ერთ კვირაში აფეთქდა.

ივლისი-აგვისტო
3 ივლისს, ვიღაცამ ხის სახლის უკან, `საპირფარეშოში მოკლა~ ნოდარ ბიბილოვი, ოსური სოფლის, დმენისის პოლიციის უფროსი. სამი საათის შემდეგ ამას საპასუხო რეაქცია მოჰყვა: დმენისის გზაზე დიმიტრი სანაკოევის კორტეჟი ააფეთქეს.
აქ უნდა გაგახსენოთ სამხრეთ ოსეთის გეოგრაფია. როკის გვირაბიდან მიდის ტრანსკამი ჯავის გავლით. ცხინვალის ირგვლივ ქართული და ოსური სოფლებია. ტრანსკამზე მოძრაობა საშიშია: ორივე მხარემ შემოვლითი გზები გაიყვანა. ქართულმა მარჯვნივ, ოსურმა _ მარცხნივ. კორტეჟი ქართულ სოფლებთან აფეთქდა, სარაბუკის სიმაღლიდან. ეტყობა, ვინც ნაღმი დადო, სარაბუკიდან ჩამოვიდა.
სარაბუკი ქართველებმა დაიკავეს। სარაბუკი მხოლოდ ამაღლებული ადგილი არ არის ქალაქზე. თუ ომისთვის ემზადები და ჯავიდან დმენისისკენ ტექნიკა მიგაქვს, ეს სარაბუკიდან კარგად ჩანს.


სარაბუკის აღების შემდეგ სროლები მთელი ანკლავის პერიმეტრზე იწყება: ნულსა და ხეთაგუროვს, ერგნეთსა და ცხინვალს შორის। 1 აგვისტოს ისვრიან ავტომატებიდან; 2 აგვისტოს, პირველად სამი წლის მანძილზე, ნულსა და ავნევს უშენენ 120-მმ-იანი ნაღმრტყოცნებიდან; ნულს უახლოვდებიან ქართველი მშვიდობისმყოფელები და პასუხობენ ბეემპედან; სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება მოსალოდნელ თავდასხმაზე აცხადებს და ხალხი ცხინვალიდან გაჰყავს.


5 აგვისტომდე ქართველების კოკოითთან ურთიერთობის მთავარი ტაქტიკა იყო `თვალი თვალზე~, მაგრამ როდესაც მხარეები ნაღმტყორცნებიდან ჰაუბიცებზე გადადიან, ნათელი გახდა, რომ ეს ტაქტიკა აღარ მოქმედებს। 5 აგვისტოს, მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, თემურ იაკობაშვილი მიემგზავრება ცხინვალში. 7-ში ის კიდევ ჩადის. მასთან ერთად უნდა ჩავიდეს ელჩი პოპოვი, მაგრამ იაკობაშვილის თქმით, `მან განაცხადა, რომ გორთან საბურავი დაეშვა. მე შემცვლელი საბურავის დაყენება ვთხოვე. მან თქვა, რომ ისიც დაშვებულია~.


იაკობაშვილი შეხვდა სამშვიდობოების მეთაურს კულახმეტოვს, რომელმაც მას უთხრა, რომ კოკოითი კონტროლს აღარ ექვემდებარება। მისი ერთადერთი რეკომენდაცია იყო _ შეეწყვიტათ ცეცხლი ცალმხრივად. იაკობაშვილმა დაურეკა საქართველოს პრეზიდენტს. საქართველო ცეცხლს ცალმხრივად 18.30 საათზე წყვეტს.


`საღამოს მასთან მივედი, _ ამბობს იაკობაშვილი. _ ორნი ვისხედით. მას დაურეკეს, რომ თამარაშენს ბომბავენ. მიშა ბრძანებას იძლევა, `არ ისროლოთ~. შემდეგ ვიღაც რეკავს და მე ვხედავ მიშა გაფითრდა. `რა~? _ `რუსების ტანკების კოლონა როკის გვირაბში შევიდა~.
`თუ ეს კოლონა 12 საათზე არ იდგებოდა როკის გვირაბთან, დილის ხუთ საათზე როგორ აღმოჩნდნენ გუფთაში, რომელიც დაბომბეს?~ _ მარწმუნებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი। ეს, რა თქმა უნდა, არგუმენტია, მაგრამ ჩემთვის აეროფოტოკადრები უფრო სარწმუნოა.


ომი თავის საიდუმლოებებს მალე წაშლის, ერთი რისი თქმაც დარწმუნებით შეიძლება, საქართველოში თავდასხმის გეგმა, რა თქმა უნდა, არსებობდა, რადგან ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს სეპარატისტულ ტერიტორიებზე მოქმედების გეგმა. მაგრამ ეს გეგმა მოქედებაში სპონტანურად იქნა მოყვანილი: 1-ლი ბრიგადა იმყოფებოდა ერაყში, ხოლო მე-2, საუკეთესო ტექნიკით, _ სენაკში. ომს ისინი ელოდნენ, აფხაზებთან.
ქართველებმა ოსეთის სოფლები, ფაქტობრივად, უბრძოლველად აიღეს। ერთი ოფიცერი, _ მას შალვა ერქვა, _ პროფესიონალი სამხედროს თვალით მომიყვა `10 სულელზე~, რომლებიც ტანკებს ესვროდნენ. `ვინც მოასწრო, გაიქცა, - აღნიშნა შალვამ. – ეს გმირობა კი არა, უაზრობაა~.


ქართველებმა ადვილად დაძლიეს წინააღმდეგობა და ქალაქში შევიდნენ, მათ შორის სოფელ ხეთაგუროვის მხრიდანაც, სადაც იდეაში მათ ის მოწინააღმდეგე უნდა დახვედროდათ, რომელმაც მეზობელი სოფელი ნული გაანადგურა। ქართველები ირწმუნებიან, რომ ქალაქში მხოლოდ 600 ადამიანი შევიდა. კოკოითი ჯავაში გამაგრდა. ამბობენ, ვაჟკაცურად მერაბ პუხაევის ომონმა იბრძოლაო.


ტანკები ქალაქში მოგვიანებით შევიდნენ _ ეტყობა სნაიპერებისთვის. ქართველები ამბობენ, რომ სნაიპერების უმრავლესობა რუსი იყო. კითხვაზე, თუ როგორ ანსხვავებდნენ ისინი სნაიპერებს, მითხრეს, რომ რუსები პირდაპირ თავში არტყამდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი ევაკუირებული იყო, არ მოიპოვებოდა წყლის მარაგი, საჭმელი და მედიკამენტები. კითხვა, თუ თავდაცვისთვის არ მომზადებულა, მაშინ რომელი ომისთვის ემზადებოდა რეჟიმი?

რა იყო ეს?
ეს იყო არტილერიისა და ავიაციის ომი. ქართველები რუსულ ავიაციასა და არტილერიას ჯავის გზაზე გადაეყარნენ. ხელჩართული ომი არ ყოფილა: ამ დროს 58-ე არმიის ხელმძღვანელი ხრულოვი დაიჭრა, კოლონა კი განადგურდა.
ვინ გაანადგურა ცხინვალი? რუსები ირწმუნებიან, რომ ეს ქართველებმა გააკეთეს. ქართველები ირწმუნებიან, რომ ისინი ქალაქს ორ დღეს აკონტროლებდნენ, ხოლო ამ დროს მათ ყველა მხრიდან უშენდნენ.
`_ ოსები ამბობენ, რომ თქვენ ქალაქიდან გადიოდით, ბომბავდით მას და ხელახლა ბრუნდებოდით~, _ ვეკითხები მინისტრ კეზერაშვილს.
`_ რატომ გავიდოდი ქალაქიდან, რომელსაც მე ვაკონტროლებდი~, _ ამბობს კეზერაშვილი.
საერთაშორისო ექსპერტიზის გარეშე, დამნაშავე მხარის დადგენა შეუძლებელია। თვითმხილველების ჩვენებები არგუმენტები არ არის. არ შეიძლება არსებობდნენ ისეთი თვითმხილველები, რომლებიც დააკვირდებოდნენ თუ რა მარკის იარაღით ბომბავდნენ, მით უფრო თუ ამ დროს სარდაფებში ისხდნენ. ექსპერტების ნაკლებობით ორი რამის კონსტანტირება ხდება. პირველი: დაიწყეს ქართველებმა. მათი არტსისტემა განსაკუთებით ზუსტი სროლებით არ გამოირჩეოდა. მეორე: ცხინვალის ქუჩებში ქართველი ჯარისკაცების მიერ გადაღებული დაღუპულები, ძირითადად, გარდაცვლილები არიან არ ტყვიებით, არამედ ბომბების ნამსხვრევებით.


და რა იყო ქართველების მიზანი? ჩვენ გვეუბნებიან: `ცხინვალი~, `ცხინვალი~,
`ცხინვალი~. არც რუსები და რაც ქართველები არ ახსენებენ `ჯავას~. ეს სიტყვა შემთხვევით გავიგონე. `იმ ღამეს~ სწორედაც რომ ჯავაში წავიდა კოკოითი.
ჯავა ეს არის გამაგრებული ბაზა დემილიტარიზებულ ტერიტორიაზე, სადაც ნებისმიერი სახის იარაღის ნახვა შეიძლება। რამდენია ეს შეიარაღება არ ვიცი და ვერც გავიგებ, რადგან ქართველებს ის არ აუღიათ.


ვვარაუდობ, რომ ქართველების ძირითადი სამიზნე ჯავა იყო. ძალები სწორედ იქეთკენ მიდიოდნენ, მაგრამ ომი კომპიუტერული თამაში არ არის, რომ როკის გვირაბში პულტზე ხელის დაჭერით დასვა დესანტი.
თუმცა, ამას ორივე მხარე ცდილობდა: ან სააკაშვილი აიღებს ჯავასა და იქ არსებულ არსენალს, ან რუსეთი მთელი ძალებით წამოვა და ეს კონფლიქტი შNN-ის მთავრ თემად იქცევა.
შაბათს მხარეებმა იცოდნენ, რომ რუსული ტანკები ცხინვალში ვერ შევიდოდნენ, ქართული კი _ ჯავაში.

შედეგები
ომის მთავარი შედეგი საქართველოს პალესტინიზაციაა: კავკასიის ისრაელი ცენტრით თბილისში _ და ორი სეპარატისტული ანკლავი, კრემლის ტყვეები თუ მოკავშირეები.
ეს მით უფრო საოცარია, რომ რუსეთსა და საქართველოს განსხვავებული სტრატეგიული ინტერესები არ აქვთ _ მათი, ორივეს ინტერესი კავკასიაში სიმშვიდეა. ახლა კი რუსეთის კავკასია დენთის კასრს დაემსგავსა. რად გვინდა `ჰეზბულა~ საკუთარი კასრის ქვეშ, გაუგებარია. ქართველი ჩინოვნიკები ჩემთან ხმის კანკალით ამბობდნენ: `რა იქნება თუ პანკისი ისევ გახდება ბოევიკების თავშესაფარი~?
უეჭველია, საქართველო ამისათვის მიუნხენს წყევლის. ქართველებს ნაკლები არჩევენი ჰქონდათ, რადგანაც ბოროტი ძალის შეჩერება რთულია. შეუძლებელია წინააღმდეგობა გაუწიო ბოროტ ძალას, თუ მას `ისკანდერი~ და ტუ-22 აქვს ხელში.
ამ კუთხით სააკაშვილის პოლიტიკა, მიუხედავად მისი დასავლური განსწავლულობისა, კლასიკურად კავკასიური იყო, სადაც ყველა ხალხს ახსოვს, XI საუკუნეში ვინ სად ცხოვრობდა.
ბოლოს და ბოლოს, სერბიამ დაივიწყა კოსოვო, თვით ისრაელიც კი მზადაა პალესტინას სახელმწიფოებრიობის გარანტიები მისცეს।


საქართველოს რეინტეგრაცია, რომელიღაც კავკასიურ გაერთიანებაში, ალბათ, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ თუ მოხდება. ხოლო უკვე სულ ერთია, ვისია ელზასი თუ ლოტარინგია. არადა რამდენი მილიონი ადამიანი მოკვდა ამ მიწებისთვის.














Tuesday, September 2, 2008

ტომას გოლცი: რუსეთ-საქართველო და მარში უგუნურობისკენ

თომას გოლცი, სპეციალურად პულიცერის ცენტრისათვის
გამოქვეყნებულია პულიცერის ცენტრის მიერ, 2008 წლის 18 აგვისტოს

თარგმანი "ბათუმელებისთვის”: დალი აბურჯანია; ნატო მგელაძე; ლია დავითაძე ნინო აროშიძე

ის, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველო ადრე თუ გვიან უშუალო კონფლიქტს ვერ აიცილებდა თავის ბუმბერაზ ჩრდილოელ მეზობელ ქვეყანასთან, კერძოდ კი რუსეთის ფედერაციასთან, დიდი ხნის წინ იყო ცნობილი।

კოლუმბიის სამართალმცოდნეობის უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული შეერთებული შტატების მიერ დაგეგმილი `რეჟიმის შეცვლის~ საქმეებში ფავორიტი ბევრად ადრე იყო। 2003 წელს, ვარდების რევოლუციის მეშვეობით, მის ხელისუფლებაში მოსვლამდე, ბოლო მოეღო საბჭოთა ხანის ძლიერი პოლიტიკოსის, ედუარდ შევარდნაძის მმართველობას, უმთავრესად იმ მიზეზით, რომ ქართველი ხალხი დაიღალა `თეთრი მელას~ ბატონობით. შევარდნაძისგან განსხვავებით, რომელიც იყო ხანშიშესული, ცბიერი და `საბჭოური~ (მიუხედავად იმისა, რომ ის მეგობრობდა ისეთ საერთაშორისო დონის მოღვაწეებთან, როგორიცაა ჯეიმს ბეიკერი, ჯორჯ ბუში, ჰელმუტ კოლი და მარგარეტ ტეტჩერი), მიშა ახალგაზრდა, გამოუცდელი და `დასავლეთზე ორიენტირებული~ იყო (მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძის მმართველობისას 1990 წლის დასასრულს იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა გარკვეული დროის განმავლობაში).

როგორც არ უნდა იყოს, მას შემდეგ, რაც მოკალათდნენ პრეზიდენტის რეზიდენციაში, მიშამ და მისმა რადიკალ-რეფორმისტებისგან შემდგარმა გუნდმა (დღემდე 30 წელს გადაცილებულზე მეტის შეხედულება არც ერთს არა აქვს), დაიწყეს საქართველოს გარდაქმნა। მათ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარეს კორუმპირებული ბიუროკრატიისა და პოლიციის შეცვლის მიზნით. ამ გზით მათ მოიზიდეს უცხოური ინვესტიციები და დაიწყეს სამუშაო ადგილების შექმნა ფინანსისტი ჯორჯ სოროსის დახმარებით (რომელმაც, ფაქტობრივად, ყველა სახელმწიფო მოხელეს ხელფასი მოუმატა, მათ შორის, მიშასაც). ამასთან, მიშამ და მისმა გუნდმა კავკასიის რეგიონში თბილისი აქციეს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის ცენტრად, დაწყებული პრესის თავისუფლებით, დამთავრებული იმ შეხვედრების ადგილებით, სადაც აზერბაიჯანელებს და სომხებს შეეძლოთ ერთად შეკრება და იმ პრობლემებზე საუბარი, რომელიც ეხებოდა მთიანი ყარაბაღის `გაყინულ~ კონფლიქტს.

ჯორჯ ბუშის თქმით, ქალაქი გახდა `დემოკრატიისა და იმედის შუქურა~ პოსტ საბჭოურ ქვეყნებში, ხოლო ვარდების რევოლუცია, რომელიც ამ ცვლილებების მატარებელი იყო, მალე გახდა ნიმუში `ნარინჯისფერი რევოლუციისა~ უკრაინაში და შემდგომ კი `ტიტების რევოლუციისა~ ყირგიზეთში, ცენტრალურ აზიაში (სადაც, ის არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა)। მას ასევე მიუძღვის გარკვეული წვლილი აზერბაიჯანში მომხდარ სოციალურ რევოლუციაში, მოგვიანებით კი სომხეთში (სადაც ის კრახით დასრულდა) და ბოლოს შეიძლება ითქვას თავად რუსეთშიც კი. რუსეთისთვის დიდ საზრუნავს მაინც წარმოადგენდა სააკაშვილის საბოლოო გადაწყვეტილება, თავი დაეღწია რუსეთის გავლენისგან და მჭიდრო კავშირი დაემყარებინა დასავლეთთან, ორ ორგანიზაციაში _ გაეროსა და ნატოში გაწევრიანებით, რაც გახდებოდა მისი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი. ამ იდეას საფუძველი ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს ჩაეყარა, 1900-იან წლებში, მაგრამ სააკაშვილმა ის თავისი შიდა თუ გარე პოლიტიკის ცენტრში მოაქცია, რამაც რუსეთის აღშფოთება გამოიწვია.

ბუნდოვნად მახსენდება ის დრო, როდესაც პირველად შევიტყვე საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ। ვფიქრობ, ეს იყო 1997 წელს, ჰარვარდში კონფერენცია ტარდებოდა კავკასიის თემაზე. ოთახში ყველას ჩაეცინა, რადგან ეს იდეა სასაცილო იყო. საქართველო ნატოში? რა შეეძლო ეკონომიკურად უმწეო, სანახევროდ ოკუპირებულ კავკასიის პატარა სახელმწიფოს შეეთავაზებინა ნატოსთვის, ნატოს მეხუთე მუხლის საყოველთაო უსაფრთხოების სანაცვლოდ, რომელიც გულისხმობს: ერთზე თავდასხმა, ყველაზე თავდასხმაა? რა თქმა უნდა, ექპერტებმა მოსკოვის პოტენციურ პასუხზეც გაიფიქრეს ამ შეურაცხმყოფელი ნაბიჯის გამო, მაგრამ რუსეთი იმ დროს თავად იმყოფებოდა ეკონომიკურად უმწეო მდგომარაობაში. ჯერ კიდევ იშუშებდა იარებს მისი ჩეჩნეთში სამარცხვინო დამარცხების შემდეგ. ახლა რომ ვიხსენებ, ზუსტად რუსეთის იმდროინდელმა სავარაუდო _ და რეალურმა _ სისუსტემ აფიქრებინა ზოგიერთს ბრიუსელში (და ვაშინგტონში) მიეცა საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობის პატარა მარცვალისათვის აღმოცენების იმედი.

და საქართველომ დაიწყო ამ მიზნისკენ სწრაფვა ყველა საშუალებებით, რაც კი შეეძლო। ფაქტობრივად, ეს შესაძლებლობები გამოჩნდა სამხედრო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობით, რომელსაც ამერიკა ხელმძღვანელობდა კოსოვოში (1999), ავღანეთში (2001) და შემდეგ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ერაყში (2003), სადაც საქართველოს კონტინგენტი ამ ე.წ. მოხალისეთა კოალიციაში 200 ჯარისკაციდან 2 000-მდე გაიზარდა. ზუსტად ეს ჯარისკაცები გადმოაფრინა საქართველოში გასულ კვირას ამერიკის სამხედრო თვითმფრინავმა. ეს კონტინგენტი მესამე იყო თავისი სიდიდით ერაყის მიწაზე, ამერიკისა და ბრიტანეთის შემდეგ. ამ ჯარების მიზანი, გარდა ამერიკისთვის სიამოვნების მინიჭებისა, აშკარად იყო მიეღოთ სათანადო წვრთნა ნამდვილ საბრძოლო ველზე და დაბრუნებულიყვნენ ცოდნით აღჭურვილები სამშობლოში, რათა იგი საჭიროების მომენტში გამოეყენებინათ.

აღსანიშნავია, რომ საქართველო არ იყო ერთადერთი ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ნიადაგს სინჯავდა ამ სფეროში। აზერბაიჯანმაც გაგზავნა ჯარები კოსოვოში და აგრეთვე ბევრად უფრო თავშეკავებულმა სასომხეთმაც, რომლის არსებობა ამ კოალიციაში ყოველთვის უფრო ჰგავდა სურვილს, რამეს არ გამორჩენილიყო (და სავარაუდოდ, ამ მრავალეროვან ოპერაციებში რუსეთისთვის მეგობრულად განწყობილი თვალი და ყური ეჭირა), ვიდრე ეფუძვნებოდა რაიმე სახის სტრატეგიულ ენთუზიაზმს. მაგრამ არსებობდა მთავარი განსხვავება - საქართველო ძალზე მტკიცედ და ხმამაღლა აცხადებდა, რომ ამ საშიშ ოპერაციებში მისი მონაწილეობის საბოლოო მიზანი ნატოში გაწევრიანება გახლდათ. განცხადება, რომელიც არასოდეს გაუხმოვანებია აზერბაიჯანს (ან სასომხეთს). განსაკუთრებით რუსეთის თვითდაჯერებულობის დაბრუნების შემდეგ, რაც 2000 წელს ბორის ელცინის წასვლითა და მისი ვლადიმერ პუტინით ჩანაცვლებით იყო გამოწვეული. ამასთან, რუსეთის სამხედრო ბედიც შეიცვალა ჩეჩნეთში, 1999 წელს. დაჩაჩანაკებულ ბუმბერაზ სახელმწიფოში ახალი სიმდიდრე შემოედინა ნავთობისა და გაზისგან მიღებული შემოსავლის მკვეთრი მატებით.

სასომხეთი, რომელიც სრულიად დამოკიდებულია რუსეთზე ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით, არავითარ როლს არ თამაშობს დისკუსიაში, თუ არ ვახსენებთ მის გამოყენებას რუსეთის მიერ ზეწოლის საგნად საქართველოსა და აზერბაიჯანზე। რაც ყურადსაღებია, ამ შემთხვევაში, ესაა შედარება ბაქოს და თბილისისა პოლიტიკისა მოსკოვის მიმართ, განსაკუთრებით სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. მაშინ, თბილისი გაეხვია ღია ანტირუსულ პოლიტიკაში ყველა სფეროში _ ერთი ცნობილი ფრაზით თუ აღვწერთ - `დათვი გააღიზიანა~. ბაქო კი ყველა ხერხით არწმუნებდა მოსკოვს, მათი ხალხების დიდი ხნის ისტორიულ ძმობაში, რაც ტაქტიკური პირმოთნეობაა, და რამაც აშკარად იმოქმედა (ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით). ვლადიმერ პუტინი დაპატიჟეს და საპატიო ხარისხი ორდენი გადასცეს ახალგარემონტებულ (რუსული ფულით) სლავურ უნივერსიტეტში. აზერბაიჯანული ტრადიციული ცეკვისა და სიმღერის სპეციალური საღამოები ჩატარდა მოსკოვში. ეს მაგონებს ძველ, საბჭოთა კავშირის ცუდი დღეების დროინდელ ხალხთა ძმობის (`დრუჟბა ნაროდოვ~) კულტურული ღონისძიების ხელახალ აღორძინებას. მონაწილეობდა რა ნატოს მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებებში, აზერბაიჯანი ყველა ღონეს ხმარობდა, არ მოეხდინა მისი სამხედრო აღჭურვილობის სტანდარტიზაცია ნატოს მიხედვით და რომ ბოლო ხანებში მის მიერ დიდი რაოდენობით შეძენილ საბრძოლო მასალებზე სათანადი პროპორციით ყოფილიყო შტამპი - `დამზადებულია რუსეთში~.

აღსანიშნავია, რომ ბაქომ შესთავაზა აშშ-ს იჯარით გადაეცა გაბალაში მდებარე გიგანტური რუსული სარადარო სადგური, როგორც ალტერნატივა პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში სარაკეტო დანადგარების დამცავი მოწყობილობების აშენებისა, რათა აშშ-მ `დაიცვას~ დასავლეთ ევროპა ირანის მოულოდნელი ატომური შეტევისგან। უდავოა, რომ ეს შეთავაზება აზერბაიჯანმა გააკეთა ვაშინგტონთან ურთიერთობების გამყარებისა და საკუთარ მიწაზე ამერიკული ჩექმის კანონიერი გზით გაჩენის მიზნით, რაც, სავარაუდოდ, ვერ მოხდებოდა მოსკოვის თანხმობის (ან პირდაპირი მითითების) გარეშე. იმ შემთხვევაში, თუკი ამერიკის შეერთებული შტატები უარს იტყოდა სარაკეტო და სარადარო დანადგარების განთავსებაზე `ტექნიკური მიზეზების~ გამო და გააგრძელებდა მოლაპარაკებას პოლონეთსა და ჩეხეთთან, რუსეთი ამას მიიღებდა როგორც ნაბიჯს მიმართულს არა ირანის, არამედ თვით რუსეთის წინააღმდეგ. და ეს იქნებოდა კიდევ ერთი გამაღიზიანებელი მიზეზი ნატოს-ს მიმართ აურაცხელ (ხშირად პარანოიდულ) პრეტენზიებს შორის, რაც, ფაქტობრივად, იყო თბილისისადმი მოსკოვის აალებულ რისხვაზე ნავთის დასხმის ტოლფასი.

იმ დროს, როცა აზერბაიჯანი ცდილობდა თავი დაეცვა მოსალოდნელი ზარალისგან, საქართველო სერიოზულად მუშაობდა, რომ გაერთიანებულიყო ატლანტიკურ ალიანსში, მონაწილეობდა რა ყველა შეხვედრაში, სადაც კი ეს შესაძლებელი გახდებოდა, იძენდა უცილობლად გაცილებით ძვირ, ნატო-ს სტანდარტების იარაღს, ფეხსაცმელსა და ტყვია-წამალს და იყენებდა ამერიკელ სამხედრო მწვრთნელებსა და დამკვირვებლებს სხვადასხვა პროგრამებს შენიღბულ ოპერაციებში। ის შეეცადა, ნატო-ს წვრთნების მნიშვნელობა იმით დაემტკიცებინა, რომ ააგო ნატო-ს სპეცდანიშნულების სამთო ჯარების სკოლა საჩხერეში, კავკასიის სამხრეთ ნაწილში - რუსეთის საზღვართან ახლოს, რომელიც გასულ ზაფხულს დიდი ზარ-ზეიმით გაიხსნა. დამაგვირგვინებელი მომენტი სააკაშვილისათვის მაშინ დადგა, როდესაც 2005 წლის 7-8 მაისს, ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ჯორჯ ვ. ბუში ჩავიდა, მოსკოვში გამარჯვების დღის 60 წლის იუბილის აღნიშვნის წინ (რომელზე დასწრებაზეც სააკაშვილმა უარი განაცხადა). ეს იყო მაშინ, როცა ბუშის საპატივცემულოდ ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი ეწოდა.

ამით სიმბოლურად გამყარდა საქართველოში ამერიკული სფეროს გავლენა და სამუდამოდ უკან ჩამოიტოვა რუსეთი. საბოლოოდ, იყო წევრობის სამოქმედო გეგმის განაცხადი ანუ მაპ-ი, როდესაც საქართველომ ოფიციალურად აცნობა ნატო-ს და მსოფლიოს (და შესაბამისად რუსეთსაც), რომ უკრაინასა და ვარშავის ხელშეკრულების ყოფილ სახელმწიფოებთან ერთად შევა ალიანსში, რომელიც ნელ-ნელა მიუახლოვდა რუსეთის ფედერაციის საზღვრებს. შეხვედრა, რომელსაც უნდა გადაეწყვეტა ეს საკითხი, შედგა ბუქარესტში, მიმდინარე წლის აპრილში და საქართველოსათვის იმედგამაცრუებელი აღმოჩნდა. ის ფაქტი, რომ გერმანიამ და საფრანგეთმა საქართველოს განაცხადს, როგორც `ნაადრევს~, აცილება მისცეს (აშშ-ს პროტესტის მიუხედავად), თითქმის ყურადღების მიღმაა დარჩენილი, გარდა თითის ქნევისა და საააკშვილის მტკიცებისა (რომელიც სწორი აღმოჩნდა), რომ თუ საქართველო დაუყოვნებლივ არ აღმოჩნდება ნატო-ს კოლექტიური უსაფრთხოების საფარ ქვეშ, რუსეთი არ დააყოვნებს თავდასხმას.
და სინამდვილეში, ვიდრე ეს ჟღერდა, როგორც შორეული ყმუილი, მოსკოვი გასცდა საყრდენ ზღვარს და გადაწყვიტა, რომ დადგა დრო სამუდამოდ გაანადგუროს საქართველოს გამაღიზიანებელი პრეტენზიები და გამოავლინოს მისი უუნარობა, რომ გაიაზროს რა ადგილი უკავია `მსოფლიო სისტემაში”, და გაუთვალისწინებელი ვითარებისათვის შემუშავებული გეგმაც ამოქმედდა।

ჯერ კიდევ ბევრი გაურკვევლობაა 2008 წლის 8 აგვისტოს დაწყებული ოპერაციის ირგვლივ, მაგრამ გასული მოვლენების გაანალიზებით შესაძლებელია მთელი სიცხადითა და სიზუსტით დავინახოთ ის, რაც ახლა აბსოლუტურად ნათელია।

შესაძლებელია, ყველაზე მნიშვნელოვანი ამათ შორის იყო მოსკოვის ცალმხრივი “ჰუმანიტარული” გადაწყვეტილება, მიენიჭებინა რუსეთის მოქალაქეობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის (საბჭოური წლების საქართველოში პირველი “ავტონომიურ რესპუბლიკას” წარმოადგენდა, უკანასკნელი - “ავტონომიურ რეგიონს”), თითქოსდა იზოლაციის ტვირთის შემსუბუქების მიზნით। ამ ნაბიჯის როლი აშკარა გახდა, როდესაც გასულ კვირას წამოიჭრა კონფლიქტი - რუსეთის ახალმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა, თვალი გაუსწორა საერთაშორისო არხების ტელე კამერებს და განუცხადა მსოფლიოს, რომ რუსეთი მხოლოდ და მხოლოდ თავისი მოქალაქეების დაცვის ვალდებულებას ასრულებდა. ის ფაქტი, რომ ეს ახალი “მოქალაქენი” რუსეთის ფედერაციის იურიდიულ ფარგლებს გარეთ მცხოვრები აღმოჩნდნენ, მართლაც ავბედით ელფერს ატარებდა – ანუ რუსეთი აცხადებდა პრეტენზიას დაცვის უფლების გამოყენებით შეჭრილიყო მსოფლიოს ნებისმიერ ტერიტორიაზე, სადაც კი ცხოვრობენ მისი მოქალაქეები, ახალი თუ ძველი – ან სულ მცირე 15 ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე მაინც, მათ შორის, განსაკუთრებით უკრაინაში.

მზაკვრული განზრახვის მეორე აშკარა სიგნალი იყო აფხაზეთში რკინიგზის მუშების გაგზავნის გადაწყვეტილება სარკინიგზო ხაზის გასანახლებლად, რომელიც რუსეთის საზღვრიდან ფსოუს გავლით, ფაქტობრივად, საქართველოს საზღვრამდე, გალი-ზუგდიდამდე მიდიოდა। ესეც რაციონალური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის ჟესტად გამოცხადდა იმისათვის, რომ დახმარებოდნენ იზოლირებულ აფხაზეთს, გამოსულიყო რთულებული მდგომარეობიდან. განახლებული რკინიგზა, როგორც აღმოჩნა, მშვენივრად გამოადგათ რუს სამხედროებს დაჩქარებული ტემპით, მასიურად გადაეზიდათ ტანკები და სხვა ტექნიკა `ფრონტზე~.

მესამე პუნქტი, დამკვირვებლების აზრით, გახლდათ ივლისში სამხედრო წვრთნების ჩატარება სამომავლო “ნახტომის” გასაკეთებლად ჩრდილოეთ ოსეთში, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში არსებულ ავტონომიურ რესპუბლიკაში, რომელიც ესაზღვრება სამხრეთ ოსეთს საქართველოში – ხოლო შემდეგ ამ ძალების იქ წინა პოზიციაზე დატოვება, ვიდრე არ გაიცა შეჭრის ბრძანება।

მეოთხე და ბოლო, ყველაზე ბურუსით მოცული, თუმცა შესაძლოა უმნიშვნელოვანესი პუნქტი გახლავთ: გავლენის მქონე აგენტების (ჯაშუშებისა და დეზინფორმაციის სპეციალისტების) გადმოსროლა რეგიონში – რისი დადასტურებაც ამ ეტაპზე თითქმის შეუძლებელია – მაქსიმალურად სააკაშვილის სიახლოვეს, რისი კულმინაციაც იყო კამპანიის თითქმის დაუმტკიცებელი და უდავოდ ცინიკური, მაგრამ უაღრესად ეფექტური აგორება სწორედ იმ დღეს, როდესაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიმართული იყო პეკინის ოლიმპიური თამაშების გრანდიოზული გახსნისაკენ; ამასთან, `შოკირებული~ ვლადიმერ პუტინის თეატრალურად დადგმული თითის ქნევა ჯორჯ ვ। ბუშის მიმართ, იმისათვის, რომ მან მისცა თავის `კლიენტს~, მიშა სააკაშვილს, ნებართვა გაენადგურებინა მშვიდობა კავკასიის კონფლიქტურ კერაში, ესოდენ შეუფერებელ დროს.

ტომას გოლცი: მონტანას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. ბოლოს გამოქვეყნებული მისი ნაშრომი - `საქართველოს დღიური _ ომის ქრონიკა და პოლიტიკური ქაოსი პოსტ-საბჭოურ კავკასიაში~. რეპორტაჟებს კავკასიიდან უკვე ორი ათწლეულია ამზადებს.

Monday, September 1, 2008

”ცოცხალი ჯაჭვის” აქცია და პროტესტი რუსული აგრესიის წინაარმდეგ აჭარაში


















აჭარაში ცოცხალი ჯაჭვი სარფიდან დაიწყო