/ასტანა. როიტერსი 22 სექტემბერი/
პოლიტიკური არასტაბილურობის მოტივით, ყაზახეთმა უარი თქვა ფოთის პორტში მარცვლეულის ტერმინალის მშენებლობაზე. ამის თაობაზე განცხადება ორშაბათს ყაზახეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გააკეთა.
`ჩვენ უკუვაგდეთ ფოთის გეგმა” - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა აკილბეკ კურიშბაიევმა პარლამენტის სხდომაზე.
”ყაზახეთის მთავრობას გაეგზავნა წერილი, რომელშიც მას არწმუნებენ, რომ საქმის ამგვარად გაგრძელება და ინვესტიციის შეწყვეტა არ უნდა მოხდეს. აშკარაა, რომ ეს დაკავშირებულია საერთაშორისო პრობლემებთან, სიტუაციასთან საქართველოში”.
მანამდე კი ყაზახეთი აცხადებდა, რომ თბილისის კონფლიქტით რუსეთთან საქართველოში ჩადებულ ინვესტიციას საფრთხე არ ემუქრება.
აგვისტოში, კონფლიქტის პიკis dros, ყაზახეთი ნავთობის გადაზიდვას დროებით საქართველოს სხვა პორტიდან, ბათუმიდან ეწეოდა, რომელიც ყაზახური სახელმწიფო ნავთობკომპანიის `ყაზმუნაიგაზის” მიერ იმართება. გადაზიდვები სექტემბრის დასაწყისში შეწყდა.
ყაზახეთმა ადრე განაცხადა, რომ მომავალ წელს ფოთში, შავი ზღვის სანაპიროზე, აპირებდა აეშენებინა ტერმინალი, როგორც ნაწილი მისი ინიციატივისა _ გააფართოვოს მისი ყველა მთავარი საექსპორტო პროდუქციის მიწოდების გზები.
Monday, September 22, 2008
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment