div#header

Wednesday, September 24, 2008

ყაზახეთი ბათუმში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას აღარ ააშენებს

/ბათუმელები/
ყაზახური სახელმწიფო კომპანია KazMunaiGas-ი ბათუმის პორტში 1 მილიარდო აშშ დოლარის ღირებულების ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას აღარ ააშენებს, იტყობინება ”როიტერი”. თუმცა, ეს გადაწყვეტილება არ უკავშირდება საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას, დღეს განუცხადა კომპანიიდან უცნობმა წყარომ ”როიტერს””ჩვენ უამრავი ინტერესი გვაქვს ბევრ სხვადასხვა პროექტში, მაგრამ არჩევის დროს ეკონომიკურ მიზანშეწონილობას ვეყრდნობით,” - განაცხადა წყარომ. ”ამრიგად, ამ საკითხში პოლიტიკა არ უნდა გარიოთ... ჩვენმა ექსპერტებმა ყურადღებით შეისწავლეს ის და გადაწყვიტეს, რომ ის არ არის მიზანშეწონილი”.

ორშაბათს კი ყაზახეთმა განაცხადა ”ფოთის გეგმის” შეჩერების შესახებ.
ყაზახეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა აკილბეკ კურიშბაევმა განუცხადა ყაზახ დეპუტატებს, რომ ასტანამ შეცვალა გეგმები ფოთში ხორბლის ტერმინალის აშენების თაობაზე და ამის მოტივად ”საქართველოში არსებული სიტუაცია” დაასახელა. ბათუმში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენების გეგმები პირველად 2007 წლის მარტში გაჟღერდა, როდესაც KazMunaiGas-მა პარტნიორული ურთიერთობები დაამყარა Greenoak Group -თან. ეს უკანასკნელი ბათუმის ნავთობტერმინალის და ბათუმის საზღვაო პორტის მფლობელი იყო. თუმცა, 2008 წლის თებერვალში Greenoak Group -მა ბათუმის ნავთობტერმინალიც და ბათუმის საზღვაო პორტიც KazMunaiGas-ს მიყიდა. გარიგების თანხა არ გახმოვანებულა.

ჯერჯერობით უცნობია ცვლის თუ არა სხვა გეგმებს KazMunaiGas ი აჭარაში. კომპანიის წარმომადგენელმა აჭარაში ”ბათუმელებს” განუცხადა, რომ შესაბამის ინფორმაციას რამდენიმე დღეში გაავრცელებენ.



No comments: