div#header

Friday, September 19, 2008

ბათუმის ყინულის სასახლეში ცხედრები არ ასვენია

/ბათუმელები/


10-12 აგვისტოდან დღემდე ბათუმში მუდმივად ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ .. ყინულის სასახლეში ომში დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები ასვენია. ამ ჭორს ისიც აძლიერებს, რომ ომის დღეებში დაკეტილი ყინულის სასახლე, ჯერჯერობით, არ გაუხსნიათ.

ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ყინული გავადნეთ და ყინულის სასახლე დავკეტეთ. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო ჩვენთან არავინ დადიოდა. ომის შემდგომ დღეებში ყველა ახლობელი გამუდმებით მირეკავდა და მეკითხებოდა, მართლა თუ გვყვავდა ყინულის სახლში მკვდრები. ყინულის სახლში ახლა არც გამდნარი ყინულია და არც მკვდრები”, _ ამბობს გოჩა, ყინულის სახლის დაცვის თანამშრომელი.

ბათუმელებმაინფორმაცია ადგილზე გადაამოწმა. გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება, ანუ ყინულის სასახლეში ჯარისკაცების ცხედრები არ ასვენია.

No comments: