div#header

Thursday, April 9, 2009

9 აპრილის პროტესტი ბათუმში - ზურაბ, ზურაბ


ბათუმი. 9 აპრილი

„ბათუმელები“

9 აპრილს ბათუმში  გამართული საპროტესტო აქცია მალევე დასრულდა.


 საპროტესტო აქციაში ოპოზიციური პარტიებიდან მხოლოდ ზურაბ ნოღაიდელის "სამართლიანი საქარველო" და ლეიბორისტური პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სხვა ოპოზიციურ პარტიების ადგილობრივი ლიდერები და მათი მომხრეები თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაში იღებენ მონაწილეობას.

 

აქციის მონაწილეების უმრავლესობა ბათუმში გურიიდან და ქობულეთიდან ჩამოვიდა.  ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, აქციაზე რვა ათასამდე ადამიანს უნდა მიეღო მონაწილეობა. `მაგრამ უამინდობის გამო მხოლოდ ხუთი ათასის ორგანიზება შევძელით~, _ განაცხადა `ბათუმელებთან~ ზურაბ ნოღაიდელმა. აქციაში მონაწილეობის მისაღებად გურიიდან აჭარაში 500-მდე ადამიანი ჩამოვიდა.

გაზეთ "ბათუმელების" გამოთვლით  აქციაში ორი ათასამდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას.


ბობოყვათში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან, 9 აპრილს აქცია არ გამართულა. ქობულეთიდან ბათუმისკენ მომიტინგეების ავტოკოლონა რეზიდენციასთან არ გაჩერებულა. რეზიდენციის დაცვა 9 აპრილს გაძლიერებული არ იყო.


ბათუმში, თეატრთან გამათულ აქციაზე ხალხი მიხეილ სააკაშვილის გადადგომას, საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკად ქცევას და პატიმრობაში მყოფი ნოღაიდელის ნათესავის პაატა კაიკაციშვილის გათავისუფლებას ითხოვდა.


„ძირს სააკაშვილთან“ ერთად აქციის მონაწილეები ბათუმში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის გადადგომის მოთხოვნითაც გამოვიდნენ. ზოგიერთი მონაწილე კი სკანდირებდა „ზურაბ, ზურაბ“. 


ბათუმის თეტრთან საპროტესტო აქცია 16 საათსა და 35 წუთზე დასრულდა. აქციის ბოლოს ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ იქამდე  შეიკრიბებიან, სანამ „ხელისუფლებას არ გამოაგდებენ და გააპანღურებენ“, და მოქალაქეებს 6 მაისს შეკრებისგან მოუწოდა. შეგახსენებთ, 6 მაისს  ე.წ. აჭარის რევოლუციის ხუთი  წლისთავია.


ბათუმში 9 აპრილს არ შეინიშნებოდა ძალოვანთა გასაკუთრებული მობილიზება. ქუჩაში მოძრაობა აქციის მიმდინარეობის გამო არ შეფერხებულა.