div#header

Saturday, September 20, 2008

წყალდიდობა ბათუმში /ფოტორეპორტაჟი

































ფოტო: ნათია როყვა/გაზეთი ბათუმელები

Friday, September 19, 2008

”პროფესიონალები”- გოჩა რამიშვილი

შაბათს, 6 სექტემბერს, დღის სამი საათისთვის გარდაიცვალა ტელეკომპანია `რუსთავი 2~-ის ოპერატორი გიორგი (გოჩა) რამიშვილი.ამ ფაქტის შესახებ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2~-მა განცხადება საღამოს
9-საათიან კურიერში გააკეთა: ოპერატორი პროფესიული მოვალეობის შესრულების
დროს დაიღუპა"
ნინო ძანძავა/სპეციალურად ”ბათუმელებისთვის”

შემთხვევიდან მესამე დღეს მაუწყებლობამ საქმის ვითარება დააკონკრეტა და ტელემაყურებელს ამცნო, რომ 6 სექტემბერს რამიშვილი შავნაბადაზე, სპეცნაზის წვრთნების გადაღებაზე იმყოფებოდა და ამ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 116- მუხლითაა აღძრული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადამღებ ჯგუფს ჩამოართვა კასეტა, რომელზეც რამიშვილის მიერ გადაღებული ბოლო კადრებია ასახული.


იმ დღეს შავნაბადაზე სიუჟეტი გადაცემა P..-ისთვის მზადდებოდა. სიუჟეტის ავტორი, რომელსაც გოჩა რამიშვილი ოპერატორ ლექსო თვარაძესთან ერთად იღებდა, გიორგი ქორქია იყო. ქორქიას თქმით, `წვრთნა `რუსთავი 2~-ის მოთხოვნით ჩაატარეს, შავნაბადას სპეცრაზმზე მზადდებოდა რეპორტაჟი. რეპორტაჟი უნდა ყოფილიყო იმ გადაცემების ნაწილი, რომელიც პროფესიონალებისთვის უნდა მიგვეძღვნა. გამომდინარე იქიდან, რომ ცხინვალის ამბები ახალი მომხდარი იყო, გადავწყვიტეთ პირველივე რეპორტაჟი შავნაბადას ბატალიონზე გაგვეკეთებინა. `რუსთავი 2~-მა მიმართა თხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს და მათ უფლება დაგვრთეს გადასაღებად შევსულიყავით. ყველაფერი ჩვენი თხოვნით იყო მოწყობილი~.



როგორც `ბათუმელებმა~ სამხედრო პირებთან საუბრისას გაარკვია, არსებობს ორი სახის სამხედრო წვრთნა: თეორიული და პრაქტიკული. პრაქტიკული კიდევ ორ კატეგორიად იყოფა: წვრთნა ფუჭი ტყვიებით და ტყვიის ვაზნებით. გოჩა რამიშვილის დაღუპვა ადასტურებს, რომ 6 სექტემბერს შავნაბადას სამხედრო ბაზაზე, სადაც სამხედრო პირებთან ერთად სამოქალაქო პირებიც იმყოფებოდნენ, სპეცნაზი `რუსთავი 2~-ისთვის დადგმული საწვრთნელი ოპერაციის მიმდინარეობისას ტყვიის ვაზნებს იყენებდა.



სამხედრო საკითხებში ექსპერტი შალვა თადუმაძე ამბობს: `როდესაც წვრთნის ტექნიკური უზრუნველყოფა სურთ, ეს გულისხმობს იმას, რომ უსაფრთხო ზონები მიუჩინონ იმ პირებს, რომლებიც არ მონაწილეობენ წვრთნაში, რათა თავიდან იქნეს აცილებული ისეთი შემთხვევა, რომელიც მოხდა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ოპერატორმა შეიცვალა ადგილი, რის გამოც იგი მოხვდა ცეცხლის ზონაში. თუკი ეს ასე არ ყოფილა, მაშინ წვრთნის დაგეგმვა - ის, რომ ოპერატორები (ის პირები, ვინც ამ ღონისძიებას ესწრებოდნენ) არ მოხვედრილიყვნენ ცეცხლის ზონაში, იყო არასწორი.



თუკი ოპერატორი თვითნებურად არ გადაადგილებულა, სამსახურის რომელიმე თანამშრომლის დანაშაულებრივ ქმედებაზე საუბარი, გამორიცხულია. ასეთ შემთხვევაში საქმე გვაქვს დაგეგმვის პრობლემასთან: რატომ არ იყო ცეცხლის ზონა გამოყოფილი იმ ზონიდან, სადაც სამოქალაქო საზოგადოება უსაფრთხოდ იგრძნობდა თავს~.



გოჩა რამიშვილს ტყვია ზედა ტუჩის არეში მოხვდა. ის ადგილზევე გარდაიცვალა. `რუსთავი 2~-ის თანამშრომლის, ჟურნალისტ სანდრო კაკაბაძის თქმით, `რამიშვილი მეორე პოზიციაზე იდგა, იქ, სადაც უნდა მდგარიყო და არსად გადაადგილებულა. ეს შემთხვევითობა იყო, სპეცრაზმელები ამ ფაქტის გამო ძალიან ცუდ დღეში არიან. ერთ-ერთ სპეცრაზმელს შეეშალა და დაახლოებით რომ ვთქვათ, იმის მაგივრად, რომ ორი მეტრით მარჯვნივ ესროლა, ორი მეტრით მარცხნივ გაისროლა~.



სანდრო კაკაბაძე არ არის თვითმხილველი, რამდენადაც ის არ იმყოფებოდა შავნაბადას სპეცრაზმის გადაღებაზე. `ბათუმელებისთვის~ ეს კომენტარი მან 6 სექტემბერს, გვიან ღამით გააკეთა, მაშინ, როდესაც `რუსთვი 2~-ის ეთერით ჯერ არ იყო გასული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ვითარებაში დაიღუპა ოპერატორი.



როდესაც შემთხვევა მოხდა, ჟურნალისტი გიორგი ქორქია, მისივე თქმით, გარეთ იმყოფებოდა ტელეკომპანიის მესამე ოპერატორთან ერთად, რომელიც გადაცემისთვის პრომოს ამზადებდა. ქორქია ვერ აკონკრეტებს გადაადგილდა თუ არა რამიშვილი გაუფრთხილებლად. `ამას ვერ გეტყვით, რადგან მაგ დროს შენობაში შიგნით არ ვიმყოფებოდი. გადაღება დახურულ შენობაში მიმდინარეობდა. მე ჩემი საქმე დამთავრებული მქონდა. სულ ორი-სამი კადრის გადაღება იყო დარჩენილი. მაგ დროს ჟურნალისტი ყოველთვის გამოდის, ოპერატორს ხელი რომ არ შეუშალოს მუშაობაში. მეორე ოპერატორიც - ლექსო თვარაძე - შიგნით იყო, ოღონდ სხვადასხვა ადგილას იდგნენ, მათ ჰყოფდათ კუთხე, ამიტომ ერთმანეთს ვერ ხედავდნენ. არც ის ვიცი, რომელი იყო ის სპეცრაზმელი, ყველანი ნიღბებში იყვნენ. ვიცი, რომ მაგ დროს სამი სპეცრაზმელი ისროდა. სამივეს ავტომატური იარაღი, ბალისტიკურ ექსპერტიზაზეა წაღებული~.



საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116- მუხლი, რომლითაც საქმეა აღძრული, ეხება სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თაისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.



კასეტა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტებს ჩამოართვა და რომელმაც სიტუაციას ნათელი უნდა მოჰფინოს, ჟურნალისტებს დღემდე არ უნახავთ. `კასეტაზე, ალბათ, იქნება დაფიქსირებული გადაადგილდა თუ არა ოპერატორი, რადგან მას კამერა ჩართული ჰქონდა~ - ამბობს გიორგი ქორქია.







BBC Monitoring: რუსული სამხედრო შენაერთები სამხრეთ ოსეთში 7 აგვისტოს შევიდნენ


BBC Monitoring- ის ცნობით, 7 აგვისტოს, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის - `რასიას~ ეთერში გადაიცა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამხედრო ბატალიონი შევიდა.
ბაღაფშმა აფხაზეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე 7 აგვისტოს განაცხადა: `მე ველაპარაკე სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს. ახლა სიტუაცია მეტნაკლებად სტაბილურია. რეგიონში ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონის სამხედრო ბატალიონი შევიდა~.
BBC-ი ამ ინფორმაციას ტელეკომპანია `რასია ~-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

თემა, რომელზეც კომენტარი არ კეთდება

რამდენ ჯარისკაცს ედავებიან დეზერტირობას, თავდაცვის სამინისტროში არავინ აკონკრეტებს. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ისინი არ არიან მინისტრი და მოადგილეები. სახალხო დამცველის ოფისს კი, მე-4 ბრიგადის 42- ბატალიონიდან 34-მა ჯარისკაცმა მიმართა დახმარების თხოვნით. ეს ბატალიონი ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა და დაუდასტურებელი ინფორმაციით, ყველაზე დიდი მსხვერპლიც ამ ბატალიონზე მოდის.

ეთერ თურაძე/ბათუმელები

`ამ თემაზე კომენტარი არ იქნება~, _ ამბობს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი, ნანა ინწკირველი. კითხვაზე თუ რატომ არ იქნება კომენტარი, ინწკირველი გვპასუხობს: `არ იქნება და იმიტომ~.

საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის უფროსის ცნობით, `დეზერტირობასთან დაკავშირებით ათეულობით საქმეა აღძრული.

რამდენიმე მაღალჩინოსნის წინააღმდეგაც არის საქმე აღძრული, ოღონდ არა დეზერტირობის, არამედ პასუხისმგებლობის მუხლით. რა რანგის მოხელეები არიან, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, მინისტრი და მოადგილეები არ არიან~.

მედიასთან საუბარს არც ის ჯარისკაცები თანხმდებიან, ვინც დახმარების თხოვნით მიმართა სახალხო დამცველის ოფისს. მათგანაც ასეთი პასუხია: `კომენტარი არ იქნება~.

სოზარ სუბარის მოადგილე, სოფო ხორგუანი: `ჩვენ არ გვაქვს არავითარი ოფიციალური ინფორმაცია. სახალხო დამცველმა თავდაცვის სამინისტროს წერილით მიმართა, მაგრამ ჯერ პასუხი არ მიგვიღია. ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ სახალხო დამცველის ოფისში მე-4 ბრიგადის 42- ბატალიონის 34-მა ჯარისკაცმა ითხოვა დახმარება. და კიდევ მე-11 ბრიგადის ჯარისკაცებმა. ამ ჯარისკაცებმაც არ იციან, რატომ დაითხოვეს ისინი ჯარიდან და, შესაბამისად, არც ჩვენ ვიცით~.

რადიო `თავისუფლების~ სამხედრო ჟურნალისტი, კობა ლიკლიკაძეც ამბობს, რომ ამ თემაზე ცნობების შეგროვება მასაც გაუჭირდა: `ძალიან დახურული ინფორმაციაა. რა ინფორმაციაც მაქვს ესაა: პირველ დღეებში სტიქიური უკანდახევა იყო, თანაც კავშირი ჭირდა ძალიან. როდესაც მეთაურმა ბატალიონის მოწყობა მოითხოვა, სადღაც, 70 პროცენტი გამოცხადდა. მეთაურმა სამხედრო პოლიციას უთხრა, გაერკვია 30 პროცენტი სად იყო. აღმოჩნდა, რომ ზოგი ქარელში იყო, ზოგმა კი მართლაც მიატოვა საბრძოლო პოზიციები. აი, ეს იფილტრება~.

არასამთავრობო ორგანიზაციას _ `სამართალი და თავისუფლება~, რომელიც, ძირითადად, სამხედრო საკითხებზე მუშაობს, ასევე ბევრმა ჯარისკაცმა მიმართა, მათ შორის რეზერვისტებმაც. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი ამბობს: `ჩვენ ჯარისკაცების დახმარებას ვცდილობთ. მე მქონდა კავშირი სამინისტროს მაღალჩინოსნებთან და რამდენიმე ჯარისკაცზე ვესაუბრე. როგორც ჩემთვის ცნობილია, საქმეში ჩაერთო სამხედრო პოლიცია და ის ჯარისკაცები ისევ დააბრუნეს ჯარში.

ზუსტად არ ვიცი, რამდენი სამხედრო მოსამსახურეა დაკავებული, შეიძლება ათობით და ასობითაც. გამოძიების პროცესი დახურულია და მისი გაცნობის უფლება მხოლოდ მხარეს აქვს~.

ადვოკატი რამინ პაპიძე კი სხვა სახის დევნაზე საუბრობს: `მე ბევრ ისეთ საქმეს ვიცნობ, როდესაც კოდორიდან ჩამოსულ ჯარისკაცებს წაუყენეს `ღირსების შემლახავი საქციელისა და კონტრაქტის პირობების დარღვევის ბრალდება~.

ჯარისკაცების თქმით, კოდორიდან ქუთაისში ჩამოსულ ჯარს, მეთაურმა აგლაძემ უთხრა, ვისაც გსურთ სახლში წადით, ვისაც გსურთ დარჩითო. 70 პროცენტი წავიდა. ახლა ამ ჯარისკაცებს დასჯას უპირებენ, მათ შორის ფინანსური სანქციებითაც _ 14 ათასი ლარით უპირებენ დაჯარიმებას. ჯარისკაცები ამის გასაჩივრებას აპირებენ~.

ჯარისკაცებისა და ოფიცრების მიმართ საქმე მხოლოდ დეზერტირობის მუხლით არ არის აღძრული. მათ შორის საუბარია სამშობლოს ღალატზეც. ერთ-ერთი ბათუმელი სპეცრაზმელი სერჟანტი როინ (რომან) შავაძე, როგორც მოღალატე, აწამეს და ისე მოკლეს თავისივე კოლეგებმა. აჭარის სამართალდამცავებმა დღემდე ვერ გაარკვიეს შავაძე ლინჩის წესით გაასამართლეს თუ არა. ყოველ შემთხვევაში, ამაზე ოფიციალურად საუბარი არ სურთ. თუმცა, სამშობლოს ღალატის თემა თავდაცვის სამინისტროშიც დახურული.

თუ სასამართლო ჩათვლის, რომ საომარი მდგომარეობის დროს ჯარისკაცები დეზერტირები იყვნენ, მაშინ მათ 3-დან 7-წლამდე, სამხედრო ნაწილის ჯგუფურად დატოვებისა და თან იარაღის დაკარგვისთვის _ 5-დან 10-წლამდე, ხოლო სამშობლოს ღალატისთვის _ სამუდამო პატიმრობა ელით.

ციტატები მწერალ-ჟურნალისტი ჯარისკაცების სტატიებიდან

ომის დღეებში ფორუმზე წწწ.გეოპოლიტიცს.გე განთავსდა ერთ-ერთი ჯარისკაცის სტატია, რომელიც რამდენიმე დღეში ინტერნეტიდან საერთოდ გაქრა. ავტორს ყველა ეძებდა.

რამდენიმე ციტატა სტატიებიდან:

500-700 დაღუპული, ძირითადად, მე-4 ბრიგადა (გაუგებარი მიზეზების გამო გაწყდა M4-ებით შეიარაღებული ბრიგადარამაც ყველაზე დამღუპველად იმოქმედა. ნაკრები ბრიგადა იყო... ყველამ დაინახა კასეტური ბომბის ჩამოვარდნა შუა გზაზე გორიდან ცხინვალისკენ და ატყდა მერე რაციაში ერთი ამბავიცალკე მოხდა გაუგებარი სიტუაცია 41- და 43- ბატალიონთან დაკავშირებითვერ გავიგე, რა მოხდა, ვერ გავიგე, რატო აღმოჩნდნენ ალყაში, ვერ გავიგე, რატო იყვნენ იქ სადაც იყვნენ, ვერ გავიგე, როგორ იყვნენ…1000-მდე სხვადასხვა სიმძიმის დაჭრილი...

ვიცი ის, რაც იცოდა ყველამ _ რო გადმოყარეს უაზროდ, რო ნახევარი დაბნეული დარბოდნენ გორში, მეორე ნახევარს აწირავდნენ შუა ბრძოლაში, ვიცი, რო დააყარეს ერთმანეთს, ვიცი რო, ყრიდენ იარაღს და გამორბოდენ და ოფიცრები წინ უსწრებდნენ.

სამოქალაქო დანაკარგები _ 100-150 დაღუპული, 500-1000 დაჭრილი. პირადად ვნახე გორის საავადმყოფოს სიები, 63 დაღუპული, ნახევარზე მეტი სამოქალაქო, 600-700 დაჭრილი, უმეტესობა სამხედრო.

ზოგადადაც ჯარში არ არი გრძნობა რო აუ დაგვხოცეს, უმეტესობა გამოვიდა მინიმალური დანაკარგებით, ერთადერთი, ყველა აღიარებს რო, მე-4 ბრიგადა აღარ არსებობს, და ამას როცა იგებ _ საუბარია იმაზე, რო ბრიგადა უნდა იყოს 3 ბატალიონი მწყობრში მაინც (1500 კაცამდე) და დღეს მწყობრში არ არის ალბათ 500 კაციც იქედან...

იქვე ყველა გეტყოდათ, რო ვერც მესამე და ვერც მეორე ბრიგადას ვეღარ ეყოფოდა ძალები ჯავაზე შესატევად, ვინაიდან ჯავა, გარდა ყველაფრისა, ბუნებრივი ციხესიმაგრეა, 1 გზა შედის და ვსიო. იქ მთელი ბრიგადით შესვლა იყო საჭირო, ისიც თუ ეყოფოდა კიდე, აქ კიდე მე-3 და მე-2 გაწელილები იყვნენ მთელ ფრონტზე, მე-4 ბრიგადის წინააღმდეგ ჩემი აზრით ჩადენილია იმენნა დანაშაული სარდლობის მხრიდან. გამოსაძიებელია რა ჩაიდინა მთავრობამ

იგებდა ჯარი მართლა რაღაც ჰეროიზმის ხარჯზე, ჩისტა ენერგიის, რომელიც ბოლო 16 წლის მანძილზე დაგროვდა. ყოველ დილას რომ ყველა საკუთარ თავს ეუბნებოდა, ოღონდ შანსი მომეცეს და შევაკვდები იმ კონფლიქტის მოგებას, მეორედ აღარ მივცემ რუსებს უფლებას ქართველებს თითი უქნიონო და შეაკვდა ყველა, იმდენი დაგლეჯილი სამხედრო ვნახე

და რისთვის? _ იმისთვის, რო თბილისში მოკლე კაბებით გემარიაჟათ, მუსიკებისთვის გესმინათ, მიშა, მიშა გეძახათ? მე რა, მე არაფერი. ცოცხალი გამოვედი, ნერვებს მოევლება და თავშიც ქვა გიხლიათ, ჯარი გიჟს გავს, იმენნა მიატოვეს ბატალიონებითვითორგანიზების ხარჯზე მიდიოდა ომი, არტილერიის ნომრებს მანქანებით სირბილით იგებდნენ და ნავოდკას ვიღაც რიგითები `ცოტა წინ და ცოტა მარჯვნივ, არა არა, ცოტა მარცხნივ შემშლია~ მეთოდით აკეთებდნენ (პირადად შევესწარი) _ რა მაინც გამოდიოდა და ვიღაც გამო@!@ უგულავა, რომელსაც იქ რა @!@ ესაქმებოდა, ხუი ზნაეტ რაღაც განკარგულებებს იძლეოდადა ჩვენი ჯარი, რომელიც ცდილობდა პრიმერნი ჯარი ყოფილიყო, ბრძანებებს უსმენდა...

გონზე არ ხართ, იქ ბიჭებმა როგორ იომეს, გონზე არ ხართ, რა ხდებოდა მთებში, გონზე არ ხართ, რა სისულელეებს აკეთებდნენ კეზერაშვილები და კირკიტაძე გამოჩეკილი და უგულავა ბლატნოი და ვინები აღარ და საიდან მოთრეულები და რა კბილებით დადგომის ფასად იგებდა ჯარი და სპეცნაზი...

ჯარისკაცები როგორ არ დახოცავენ ქუჩაში ყველა შემხვედრს, არ მესმის. უსამართლობის სასტიკი განცდა მე მაქ და წარმომიდგენია, რა ჭირს მე-4 ბრიგადის ნებისმიერ მებრძოლს, რომელიც ოთხი დღე რა სიტუაციებში იბრძოდა, ღმერთმა უწყის, მე იმის მე-100 არც მინახია, ნი ტო ჩტო გამომიცდია, ალყაში არ მოვყოლილვარ. ვიცი, რა გრძნობაა, რო გესვრიან და რო ფიქრობ, ეხლა მოგკლავენ, მარა, იცი რო უკან დასახევი გაქ, იცი რო კიდე რამდენიმე ნასროლს გაუძლო და უკვე მიდის არტილერიის ნავოდკა და დამთავრდება ეს სროლა, ლიჟბი კიდე რამდენიმე აიცდინოდა იცი რო მოხმარება მოვა. ვიცი, როგორ შემეშინდა, ვიცი, როგორ მცხვენია ამის, მარა ფაქტია, და წარმოდგენაზე მაძაგძაგებს, რა გრძნობაა ალყაში რო ხარ და იცი რო ვერ გახვალ, და არანაირი ჰოლივუდური ჰეროისტული აზრები მანდ ახლოსაც არ არი, რო გკლავენ არაფერი ამაღლებული აზრები არ მოგდის, რასაც წიგნებში წერენ და ფილმებში გაჰკივიან...

სააკაშვილისთვის იქ არავის უომია, პირველივე დღიდან ყველა დედას აგინებდა, ყველა ომობდა მითიური საქართველოსთვის, რომლებიც ვინ არიან? _ წურწუმიას კონცერტზე მისული ნაროდი? ფრაზა გუშინდელი სიუჟეტიდან: `აქ ძალიან უჩვეულო განწყობაა _ ხალხი გლოვობს~ _ უჩვეულოა ხომ? - იმიტომ, რომ, ხალხი ძირითადად, ცეკვავდა და მღეროდა.

ომი კი არ წავაგეთ _ ყველაფერი წავაგეთ, კაცობა წავაგეთ, ქართველობა წავაგეთ, სახე წავაგეთ, ადამიანობა წავაგეთ, რაც ყველაზე სასტიკია _ წააგეთ თქვენ, წავაგე მე, და წავაგებიეთ ჯარისკაცებს, რომლებმაც ყველაფერი მოიგეს. ამაზე სასტიკი გრძნობა, რაც მათ აქვთ ეხლა, მგონი ვერავის ექნება _ მოიგეს და ვიღაცამ წიხლი დააჭირა კისერზე და წააგებიადაგხოცავდით სუ ყველას მათ ადგილას და მთავრობას _ პირველ რიგში

გასაწყვეტი ერი ვართ, დავკარგეთ სახე და სახელი და ადამიანობა და უნდა გაგვჟუჟონ და გადავშენდეთო _ ჩისტა გლობალისტურად მართალია _ ქართველობა არა ჩიტი!

თბილისში სამხედრო გადატრიალება თუ არ იქნება _ მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა სამხედროს უკვე კიდია ეს ქვეყანა თავის ხალხიან, პოლიტიკიან და ყველაფრიანად

რაც არ უნდა დანაკარგები მიგვენიჭებია, ომს იგებს ის, ვინც ომს იგებს, იზრაელმა 2 დივიზია დაკარგა თავის დროზე, ნახევარი არმია, მარა ომი მოიგო და პო ხუი იყო რამდენი დაკარგა. ჩვენ, ჩემი აზრით, მაქსიმუმ 700-კაცამდე დავკარგეთ და რამდენი ინვალიდი დაგვემატა არ ვიცი _ და რისთვის ან ვისთვის? _ იმისთვის რო კოდორი მიგვეცა და ქართული სოფლები ცხინვალში? _ მსოფლიოს რა დავანახეთ გამახსენეთ? _ რუსეთი რო ცუდია?

ალბათ იმისთვის, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ომში, ეს ამბავი არაფერია. ამ უმეთაუროდ დარჩენილი ბიჭებისთვის კი ბევრს ნიშნავს, რომლებიც პირველად ჩავარდნენ ასეთ მდგომარეობაში და მიუხედავად ყველაფრისა, არავინ არაა პანიკაში, უბრალოდ გაოფლიანებულები და დაღლილები არიან. ისევე, როგორც მე...

უკან გვაბრუნებენ. ახლა უკვე ნამდვილ სულელად ვგრძნობ თავს. ჩავდივარ ავტობუსიდან და ვცდილობ გავარკვიო, რა ხდება. თითქმის ყველა ავტობუსი დაიცალა. ყვითელყელსახვევიანს მოვკარი თვალი.

_ ხელმძღვანელობის შეცდომა იყო. არ უნდა გამოვსულიყავით იმ სოფლიდან. მეთაურობა დასჯილია, არასწორი ბრძანების გამო. ახლა ვსხდებით ავტობუსებში და ავდივართ იმ ტყეში, საიდანაც გამოვედით.

_ თუ ასაღები იქნება, უნდა ავიღოთ. თუ საომარია, უნდა ვიომოთ.

`როცა საომარი იყო, სად იყავი~.

`შენ სად უნდა წამოგყვე, ორი დღეა ჩახმახიან `ტრუბას~ დავათრევ აქეთ-იქით. ერთი `სნარიადი~ არ მოუცია არავის~.

`დამიდგები გვერდში, რო წამოვიდე? არ დამიდგები. გვერდში მედექი, ტყვიას როცა მესროდნენ? არა. შენ სად უნდა წამოგყვე~.

ყელსახვევიანი დემორალიზებულია...

მაინც ცალი ფეხი იქით მაქვს, ცალი _ აქეთ. აირია მონასტერი, არანაირი წესრიგი, არანაირი იდეა, არანაირი მოტივი. სრული ქაოსია.