div#header

Wednesday, October 22, 2008

ჯარი რომ არ ყოფილიყო...

ოჩხამურელი ჯარისკაცი, გიორგი შაინიძე, ცხინვალის მისადგომებთან 8 აგვისტოს დაიღუპა. ”ახლა ტელეფონები უნდა გამოვრთოთ” - ბოლო მოკლე ტექსტური შეტყობინება იყო



ემზარ დიასამიძე

გიორგი შაინიძე ქობულეთის რაიონის სოფელ ოჩხამურში დაიბადა და გაიზარდა. სავალდებულო სამხედრო სამსახური ბათუმში, 25-ე ბრიგადაში, გენერალ დუმბაძის დროს გაიარა. აჭარის რევოლუციის შემდეგ იგი კომანდოს ბატალიონში ხელშეკრულებით მუშაობდა.
`გიორგი ოთხწლიანი კონტრაქტით მსახურობდა. ხელშეკრულების ვადა გაზაფხულზე იწურებოდა. ახალი სამსახურის დაწყებაზე ფიქრობდა, თუმცა ჯარში დარჩენასაც არ გამორიცხავდა~, _ გვიყვება დაღუპული ჯარისკაცის მამა, დავით შაინიძე.
მისი საბრძოლო ისტორიის შესახებ მხოლოდ რამდენიმე შტრიხია ცნობილი. `ამათ ბრიგადას, როგორც სპეცდანიშნულების რაზმს, ისეთი ფუნქცია ჰქონდა. ბიჭები მოგვიყვნენ, იმისთანა ამბავი იყო, ტყვიებისა და ცეცხლის წვიმა მოდიოდა, მაგრამ როცა დაეცა, გამოყვანა მოვასწარითო. შეიძლება ბიჭებს გადაღებული აქვთ ბრძოლის მომენტები, მაგრამ ჩვენ არაფერი ვიცით~, _ ამბობენ მშობლები.
გიორგი შაინიძე კომანდოს ბატალიონში წარჩინებული ჯარისკაცი იყო. 2006 წელს იგი ექვსი თვის განმავლობაში კოსოვოში სამშვიდობო მისიას ასრულებდა. 2007 წელს ამავე მისიით, ახლა უკვე შვიდი თვით, ერაყში იმყოფებოდა. ბოლო ექვსი თვე ბათუმში, ადლიის საზღვაო ქვეითთა ბატალიონში მსახურობდა და ცხინვალშიც სწორედ ამ ბატალიონის შემდაგენლობაში იბრძოდა. მიღებული ჰქონდა არაერთი ჯილდო.
გიორგი ოჯახში ერთადერთი ვაჟიშვილი იყო. მის მშობლებს ერთი ვაჟი ადრე დაეღუპათ. მშობლებთან კი მისი უცროსი და, ეკა ცხოვრობს.
გიორგის დაოჯახება ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა, მშობლების თქმით, ამ მხრივ მოვლენა მართლაც ტრაგიკულად განვითარდა: `ქორწილი 26 აგვისტოსთვის დავნიშნეთ. ყველა სამზადისი მოთავებული გვქონდა. საქორწილო დარბაზიც კი დავიქირავეთ. ნიშნობა 8 აგვისტოს უნდა გადაგვეხადა~. 8 აგვისტოს, დილით, გიორგი ცხინვალის მისადგომებთან პირველივე შეტევის დროს, ყუმბარის ნამსხვრევებისგან გარდაიცვალა.
გიორგის მშობლები უკანასკნელად 7 აგვსიტოს, საღამოს ესაუბრნენ: `საღამოს რვა თუ ცხრა საათი იქნებოდა, გორიდან დაგვირეკა, სწავლებაზე ვართო. არ უთქვამს, ასეთ ამბავში თუ იყო. ომის დაწყებაზე წარმოდგენა არ გვქონდა. ვკითხე რას აკეთებთ, სად ჩახვედით-მეთქი?.. არაფერი არ ვიციო. მერე მითხრა, რომ ღამით მესიჯით შეგვეხმიანებოდა. ახლა ტელეფონები უნდა გავთიშოთო~, _ ამბობს მანანა შაინიძე, ჯარისკაცის დედა.
ოჯახი მათ მიმართ გამოჩენილ ყურადღებაზე, განსაკუთრებით კი გიორგის თანამებრძოლების მზრუნველობაზე საუბრობს. `ბიჭები ოჩხამურში თითქმის ყოველდღე ადიან. სასაფლაო მათ გააკეთეს და მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად კიდევ ათასი რამის გაკეთებას აპირებენ~, _ ამბობს გიორგის მამა.
`ეს ამბავი რომ გავიგეთ, გორში (ცხედარი ჰოსპიტალში იყო გადმოსვენებული) მანქანა გავგზავნეთ, თუმცა იგი მთავრობამ თავისი მანქანით ჩამოასვენა. დაკრძალვის ხარჯებითაც სახელმწიფო დაგვეხმარა. მას რაც ეკუთვნოდა, კომპენსაცია, 14 500 ლარი მოგვცეს. ლევან ვარშალომიძე იყო ტირილში ამოსული. 1000 ლარი მან მოგვცა, 1000 ლარი კიდევ ქობულეთის გამგეობამ, 3000 ლარი ბიზნესმენმა ბაკურიძემ, მგონი თენგიზმა მოგვცა~, _ განაცხადა დავით შაინიძემ.
გიორგი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო. დაღუპული ჯარისკაცის მშობლებს, სოციალურ უზუნველყოფასა თუ დასაქმებაზე ჯერ არ უფიქრიათ. დავით შაინიძის თქმით: `დასაქმებაზე ხელისუფლებისგან ჯერ ლაპარაკი არ ყოფილა. აქ რაით უნდა დასაქმდე კაცი? მიწა ჩვენ არ გვაქვს და წყალი. ზაფხულობით, ქობულეთში თუ ფილების დაგებაზე გამოჩნდება საქმე, წავიმუშავებ. ეს არის და ეს. თუ სადმე კერძოდ წახვალ და ხელობაზე ან მუშად იმუშავებ, თორემ სხვანაირად თავის რჩენა აქ შეუძლებელია. ოჩხამურში მასობრივი უმუშევრობაა. ალბათ, ამიტომაცაა, რომ ოჩხამურელი ახალგაზრდების უმეტესობა ჯარში მსახურობს ხელშეკრულებით. ჯარი რომ არ ყოფილიყო, ეს ბიჭები სად უნდა წასულიყვნენ და რა უნდა გაეკეთებინათ, არ ვიცი~.

2 comments:

Anonymous said...

მიესალმები
ხართ თუ არა რაიმე სახის ფინანსურ სირთულეს ? გჭირდებათ სესხის გარკვევა თქვენი ვალები? თქვენ ბიზნეს კაცი ან ქალი , რომლებიც გეგმავენ გააფართოვონ მისი ფირმა? ჩვენ გთავაზობთ სესხის ყველა სახის პირებს, ფირმებს და ითანამშრომლოს ორგანოები , რომლებიც საჭიროებენ სესხი დაბალ საპროცენტო განაკვეთი 3% დაგვიკავშირდეთ დღეს ჭეშმარიტი კრედიტის შესახებ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით : garrycoleman_loanoffice@yahoo.com


სესხის განაცხადის ფორმა

სახელი: ___________________________
ბოლო სახელი: ____________________________
სქესი: _______________________________
ოჯახური მდგომარეობა : _______________________
კონტაქტი მისამართი: ______________________
ქალაქი / Zip კოდი : ______________________
ქვეყანა: ______________________________
თარიღი: ________________________
თანხა საჭირო სესხის : ________________
სესხის ხანგრძლივობა: ________________________
ყოველთვიური შემოსავალი შემოსავალი / წელი : _________
გართობის სახეობა: ___________________________
განზრახვა სესხის : _____________________
ტელეფონი: ________________________________
ფაქსი : __________________________________
გაქვთ პასპორტი, მართვის მოწმობა , პირადობის მოწმობა , ან რაიმე ფორმით იდენტიფიცირება ?
Do you speak English ?

Regards
გარი კოულმენი
{ სესხის პროცესორი და ფინანსური კონსულტანტი }

Unknown said...

თქვენ საჭიროა გადაუდებელი სესხი? ხართ ვალი? გჭირდებათ გადაუდებელი სესხი თქვენი ბიზნესის დაფინანსებისათვის ?, არ თქვენ უარყო მიერ ბანკში, ფიქრი აღარ, ჩვენი მომსახურება არის სწრაფი, მარტივი და უსაფრთხო სესხების ახლა რასაც გარემოებები. სესხის მდე $ 2,000 - $ 1,000.000 დღეს! კონტაქტი კრედიტის ინფორმაცია ამ წერილს: noramildred.loan@hotmail.com

შენიშვნა: თქვენ ველით წინასწარი პასუხი და დაფინანსება 24 საათის განმავლობაში

სურვილებით.
ქალბატონი Nora