div#header

Thursday, December 25, 2008

აჭარის ტელევიზიის სტატუსის საკითხი გადაიდო

{ლელა დუმბაძე/ბათუმელები}
აჭარის ტელევიზიის სტატუსის შესახებ საკითხის განხილვა კიდევ ერთი წლით გადაიდო. უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პეტრე ზამბახიძის განცხადებით, უმაღლესი საბჭო აპირებს საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით შევიდეს.

მისი აზრით, აჭარის ტელევიზიას რეგიონული საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი რომ მიენიჭოს, მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილების შეტანა აუცილებელია: "სტატუსის გარკვევის შემდეგ, ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს ჩამოყალიბებაზე უმაღლესი საბჭო იზრუნებს".

1 comment:

Anonymous said...

აღარ ეღირსა სტატუსი ამ ტელევიზიასაც..
მიახურონ სჯობს..
გადაცემები მაინც არ აქვს.. და ცეცხლაძის ხელფასისთვის ნუ აწვალებენ ხალხს..