div#header

Sunday, September 21, 2008

ორმხრივი სროლები ხურჩაში

[Valid Atom 1.0]/ბათუმელები/

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში ორმხრივი სროლების შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა სამი პოლიციელი.

სამეგრელოს გუბერნატორმა, ალექსანდრე ახვლედიანმა ჩვენს კორესპონდენტს განუცხადა, რომ საღამოს რვა საათზე, სოფელ ხურჩაში, აფხაზებმა ცეცხლი ქართული პოლიციის საგუშაგოს გაუხსნეს, რასაც საპასუხო სროლები მოჰყვა.

ისროდნენ როგორც ავტომატური იარაღით, ასევე ტყვიამფრქვევებით. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, სროლები ერთ საათს გაგრძელდა და ისინი თხილნარში დამალვას ცდილობდნენ.

დაჭრილი პოლიციელები ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

No comments: